“ბარსელონას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში კლუბში ლიონელ მესის როლზე ისაუბრა.
“მესი “ბარსელონას” არ ანადგურებს, კლუბი მილიარდ ევროს გამოიმუშავებს და ამ ანაზღაურების გადახდაც შეუძლია. ყველაფერთან ერთად, მესი კლუბს შემოსავლის მიღებაშიც ეხმარება, ვინც ამბობს, რომ ის “ბარსას” ანადგურებს, ან ფეხბურთის არაფერი გაეგება, ან ბოროტი ზრახვები ამოძრავებს.
არ მესმის რატომ გამოქვეყნდა კონტრაქტი ინტერნეტში, თუ ის სამი წლის წინ გაფორმდა. ამაზე წვდომა იურისტებთან ერთად მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ამას ინახავენ. მესის აქვს მიზეზი – იყოს უკმაყოფილო, მას ამის უფლება აქვს.”,
– მესტრეს სიტყვებს AS ციტირებს.
მესი ანადგურებს ბარსას კი არა ბართო ცდილობს მესის განადგურებას, მაგრამ მოიმკის რაღაცას.
გაიგონონ ვისაც მიაჩნია რომ ნახ. მილიარდს ტყუილად უხდიან მესის!!!!!
და ამის გაცემული რო იყოს 😀 ისე ლაპარაკობს ვითომ გუშინ არ გადამდგარა ვიცე პრეზიდენტობიდან ეს ჩემაალა და კრუიფის ბრასელონაში მოღვაწობდა :))
სამაგიეროდ კლუბი ანადგურებს მესის
ლაპორტამ თუ ვერ მოიგო, "ცარიელ ფონტთან" ერთად ეგ ხალხიც გაიმარჯვებს..
ეს იმის აგორებული პროვოკაცია მგონია, ვისაც უნდა, რომ მესი გუნდიდან წავიდეს
ჰეითერების & შურიანი საზოგადოების გასაგონად!