“რეალის” ყოფილი პრეზიდენტი: ფერგიუსონი “ბარსელონას” რონალდუს სთავაზობდა

“რეალის” ყოფილი პრეზიდენტი: ფერგიუსონი “ბარსელონას” რონალდუს სთავაზობდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, პორტუგალიელ შემტევს “ბარსელონაში” გადასვლა შეეძლო.

“2007-2008 წლებში რონალდუსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. “მანჩესტერთან” ტრანსფერზე საუბარი რთული იყო, რადგან კლუბს ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდოდა, მაგრამ მაშინ კრიშტიანუს აშკარად “რეალში” გადმოსვლა სურდა.

ალექს ფერგიუსონს რონალდუს გაშვება არ უნდოდა, განსაკუთრებით “რეალში”, რადგან ჩვენ “მანჩესტერზე” კიდევ უფრო მეტი ტიტული მოვიგეთ. ფერგიუსონმა, სანაცვლოდ, ფეხბურთელი “ბარსელონას” შესთავაზა. კატალონიური კლუბი ამ შესაძლებლობით მოხიბლული იყო, მაგრამ კრიშტიანუს “რეალში” გადმოსვლის ვალდებულება ჰქონდა. არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც არც კლუბს და არც ფეხბურთელს არ უნდა დაერღვია. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანს მეორე მხარისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა”, – ციტირებს რომან კალდერონის სიტყვებს AS.

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში” 2009 წელს 94 მილიონ ევროდ გადავიდა. იმდროინდელმა პეპ გვარდიოლას “ბარსელონამ”, “იუვენტუსის” ახლანდელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, მაშინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 69.5 მილიონად დაიმატა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • BarcelonaFanTV
    18 აპრ 2020, 21:22

    ციტატა: M10 S9 D11
    კიდე კაი არ მოვიდა მიუხედავად იმისა რო უმაღლესი დონეა ეს და მესი ერთ გუმდში ვერ მოძოვენ ბალახს


    ჩემი აზრით ეს რომ მესისთან ერთ გუნდში იყოს მთავარი ვარსკვლავი იქნება და აი რატომ: მესისთვის მთავარია გუნდი, რონალდოს კი ინდივიდუალური წარმატებები არანაკლებ ურჩევნია. მესი იქნებოდა ასისტენტის როლში რომელიც რონალდუს წარმატებებში უდიდეს როლს შეასრულებდა, იმაზე მეტს, ვიდრე თვითონ რონალდუ, მაგრამ ხალხი რონალდუს უფრო შეამჩნევდა, გუნდისთვის კი მესი უფრო საჭირო და გამოსადეგი იქნებოდა

  • M10 S9 D11
    18 აპრ 2020, 19:24

    კიდე კაი არ მოვიდა მიუხედავად იმისა რო უმაღლესი დონეა ეს და მესი ერთ გუმდში ვერ მოძოვენ ბალახს