workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “ბარსას” ჩავის მსგავსი ადამიანები სჭირდება

ბოიანი: “ბარსას” ჩავის მსგავსი ადამიანები სჭირდება

“ბარსელონას” ყოფილმა წევრმა, ბოიან კრკიჩმა, Sport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ისურვებდა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაში გუნდის ყოფილი ფეხბურთელების მოსვლას, მსგავსად ამსტერდამის “აიაქსისა”. 

“აიაქსში” ყოფნისას ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ლეგენდები კლუბის სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენდნენ. არა მარტო პირველი გუნდის გარშემო, არამედ კლუბის ხელმძღვანელობასა და ასაკობრივ გუნდებშიც”.

დღეს, ამსტერდამული კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ედვინ ვან დერ სარი იკავებს, სპორტული დირექტორი კი “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, მარკ ოვერმარსია.

ბოიანის თქმით, “ბლაუგრანამ” იმავე სტრატეგიას უნდა მიმართოს.

“სიამოვნებით ვიხილავდი რაიმე მსგავსს “ბარსელონაშიც”. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ყოველთვის ჩავი მახსენდება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, იგი “ბარსას” მთავარი მწვრთნელი გახდება.

არავინ იცის ჩავიზე უკეთ, თუ რას ნიშნავს “ბარსა” და როგორ უნდა გაწვრთნა ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსელონაა”. იგი ამისთვის ბავშვობიდან ემზადება. კლუბს ჩავის მსგავსი ადამიანები და მათი ცოდნის გაზიარება სჭირდება”.

29 წლის ესპანელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან იმედების გამართლება ვერ შეძლო. დღეს, იგი MLS-ში მოასპარეზე “მონრეალ იმპექტის” ღირსებას იცავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2020, 19:05
    #3

    პიკე პრეზიდენტი
    პუიოლი სპორტული დირექტორი
    ხავი მთავარი მწვრთნელი
    ინიესტა ლა მასიის დირექტორი
    ვალდესი ბარსა ბ-ს მწვრთნელი
    მესის მოუძებნონ რამე თანამდებობა

  • Fati
    schedule 18 აპრ 2020, 15:49
    #2

    ეს უკვე 29 გამხდარა მე კიდე პერსპეკტიულ ფორვარდად მიმაჩნდა კიდე 😕

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 15:22
    #1

    ნამდვილად გვჭრმირდება ხავი ტრენერად