არგენტინელი მეკარე ხერონიმო რული მისი კარიერის საუკეთესო მოგონებად “ბარსელონას” ერთი შეხედვით უბრალო მოგებას მიიჩნევს.
27 წლის კიპერი “რეალ სოსიედადში” 20014-2019 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ის ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ამჟამად “მონპელიეში” მოთამაშე ფეხბურთელის აქტივში მხოლოდ 2 მოგებაა, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა.
“თუ კარიერიდან ერთი მომენტი უნდა გამოვარჩიო, “ანოეტაზე” “ბარსელონასთან” 1-0 მოგებას დავასახელებ. კატალონიელები ხშირად ურტყამდნენ, მე კი კარგი თამაში მქონდა.” – განაცხადა რულიმ TNT Sports-თან საუბრისას.
არგენტინელმა თანამემამულეზე, ლეო მესიზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თამაშის დროს, მას ერთ რიგით ფეხბურთელად აღიქვამს: “არის მომენტები, როდესაც მოედანზე ხარ და ფიქრობ, თუ საიდან მოხვედი აქამდე, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობ. მას 5 “ოქროს ბურთი” აქვს მოგებული, მაგრამ სასტარტო სასტვენის შემდეგ, ისიც ერთი რიგითი ფეხბურთელი ხდება.”
საქმე ისაა, რომ როდესაც რულიმ მესის წინააღმდეგ ბოლოს ითამაშა, ლეოს “სულ რაღაც” 5 “ოქროს ბურთი” ჰქონდა მოგებული.
ხერონიმო რული იმ იშვიათ მეკარეებს შორის შედის, და, შესაძლოა, ერთადერთიც კია, რომელსაც როგორც მესის, ასევე ნეიმარისა და კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული. არგენტინელი, ამ საკითხზე საუბრისას, აცხადებს: “ეს უნიკალური შეგრძნებაა. რონალდუ, ნეიმარი და მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ჩემს კარში თერთმეტმეტრიანი დაურტყამთ. სამივე მათგანისთვის მიჯობნია და ამის შესახებ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები.”
გაზანიგა დადგება კარში.ლორისის ტრავმამ აჩვენა რო მაგარი ბიჭია
ბლოკნოტში ჩაინიშნე სიბერეში არ დაგავიწყდეს.
კიპერი არაყლიპერი! დაწერე რა მეკარე რა გაახურეთ საქმე!
აი ამას რატო არ იძახებენ ნაკრებში ვიღაც არმანის და გუჩებს რო აყენებენ დააყენონ ეს ბიჭი ყველას ერთად აღებულს ჯობია დღეს არგენტინაში