workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერის” რესურსები

“მანჩესტერის” რესურსები

სერ ალექს ფეგიუსონს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს პირველი თერთმეტეულისა. თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ 2 ფეხბურთელი ჰყავს. ამიტომაც მთავარი ტაქტიკის შემუშავებაა და რესურსები ნამდვილად აქვს ამ გუნდს.

 

ფერგიუსონმა “ოლდ ტრაფორდის” განმეორებით მატჩში ორი საკვანძო ფეხბურთელი დაასვენა, რომლებიც მთელ ევროპაში ძალიან სახიფათო მოთამაშეებად ითვლებიან. მწვრთნელმა ისინი ფინალისთვის “შეინახა”.

 

4 თავდამსხმელი

 

“მანჩესტერელთა” დამრიგებლის ხელში 4 თავდამსხმელია: რუნი, ჩიჩარიტო, ბერბატოვი და ოუენი. როგორც წესი სერ ალექსი 2 შემტევით ასპარეზობს, მაგრამ რომელ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს 28 მაისს ვიხილავთ. რუნი ბრწყინვალე ფორმაში ხვდება ფინალს და ძალიან სახიფათოა “ბარსელონასთვის”, ბერბატოვი შესანიშნავია მეორე სართულზე, ჩიჩარიტოს გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს, რაც მიმდინარე სეზონშიც დაამტკიცა და მაიკლ ოუენი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია და ამის ხარჯზე ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის კატალონიელებს. 4 სხვადასხვა ტიპის თავდამსხმელი, რომელიც ფერგიუსონის ხელთაა.

 

10 ნახევარმცველი

 

ნახევარდაცვაში ალექს ფერგიუსონს მართლაც მრავლად ჰყავს ფეხბურთელები, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. მის განკარგულებაშია ნანის ჯადოქრობა, პარკის ენერგიულობა, ვალენსიას წმინდა გარღვევები და გიგზის გამოცდილება. 37 წლის უელსელი რაიანი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია და საერთოდ არ ეტყობა ასაკი. ასეთივე ნახევარმცველი არის პოლ სქოულზი, რომელიც ასაკით არ ჩამოუვარდება გიგზს და შესანიშნავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში. შოტლანდიელი მწვრთნელის განკარგულებაშია ასევე: კერიკი, ფლეტჩერი, ანდრესონი, გიბსონი და ო’ში.

 

სოლიდური დაცვის ხაზი

 

დაცვის ცენტრში განლაგებულნი არიან გუნდის კაპიტანი ვიდიჩი და ფერდინანდი. მარცხენა ფლანგი პატრის ევრას აბარია, ხოლო მარჯვენაზე ტყუპები, ფაბიო და რაფაელი იბრძვიან ადგილის მოსაპოვებლად. ტყუპები ითვლებიან “მანჩესტერის” მომავალ თაობად. ახალ თაობაში ასევე შედიან სმოლინგი და გიბსონი. მცველის პოზიციაზე ასევე ასპარეზობენ: ო’ში, ევანსი და ბრაუნი. კარს იცავს 40 წლის ვეტერანი მეკარე ედვინ ვან დერ საარი, რომელიც წელს კარიერის დასრულებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ უნაკლოა მიმდინარე სეზონში და არ უჩივის ფიზიკურ კონდიციებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward