“ბარსელონას” ყოფილი თურქი მეკარე, რუშთუ რეჩბერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა, პანდემიის შესახებ საუბრობს.
“ამ ვირუსთან ხუმრობა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, ის ყველასთვის საშიშია.
მოწევას თავი რამდენიმე წლის წინ დავანებე. ეს ჩვევა კორონავირუსთან ბრძოლას ართულებს.
“ბარსას” კომუნიკაციის მენეჯერი შეტყობინებებს ხშირად მიგზავნიდა და მეუბნებოდა, რომ ბართომეუ ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდა”, – ციტირებს რეჩბერის სიტყვებს AS.
თურქეთის ნაკრების ლეგენდა “ბარსელონაში” 2003-2006 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ახალგაზრდა ვიქტორ ვალდესმა მას კატალონიელთა რიგებში ფეხის მოკიდების საშულება არ მისცა.
ბართო წუხდა აბა რა, შენ რომ რამე დაგმართნოდა ვერ გადაიტანდა.