workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
i3 Ventures-ის სკანდალის აუდიტის პირველადი მონაცემები ცნობილია

i3 Ventures-ის სკანდალის აუდიტის პირველადი მონაცემები ცნობილია

კატალონიურმა Sport-მა “ბარსელონაში” მიმდინარე შიდა აუდიტის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა.

საქმე “ბარსელონასა” და i3 Ventures-ს შორის დადებულ ხელშეკრულებასა და ამ საკითხზე აგორებულ სკანდალს ეხება.

წყაროს ცნობით, აუდიტი, რომელსაც Price Waterhouse Coopers ატარებს, ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია რამდენიმე პირის გამოკითხვა. თუმცა, 4 მთავარი პრობლემა უკვე გამოკვეთილია.

1) “ბარსელონამ” i3 Ventures-ს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მეტი თანხა გადაუხადა. მსგავსი კომპანიების მომსახურება, წლიურად, 120-დან 150 ათას ევრომდე ჯდება, “ბარსამ” კი 980 ათასი ევრო გადაიხადა.

2) i3 Ventures-ს საეჭვო რეპუტაცია აქვს. უცნაურია, რომ “ბარსელონამ”, მომსახურების გასაწევად, ესპანეთიდან ურუგვაულ კომპანიას მიმართა.

3) ინვოისები 5 ნაწილადაა დაყოფილი. ამის მიზანი ის იყო, რომ თითო ინვოისის ღირებულება 200 ათას ევროზე ნაკლები ყოფილიყო, რის შედგადაც, ინვოისი საკონტროლო კომისიას აღარ გაივლიდა.

4) კონტრაქტები i3 Venture-სთან დაკავშირებულ 5 სხვადასხვა კომპანიასთანაა გაფორმებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2020, 20:51
    #5

    დიდი ხანია ვიძახი ბართომეუს კიდია ბარსა , მხოლოდ ფულის საკეთებლადჭირდება და ყველანაირად ცდილობს გაიხანგრძლივოს ვადა რომ მეტი ფული გაათეთროს. არ მახსოვს ისტორიაში ერთ დღეს ექვსი დიდი თანამდებობის პირი წასულიყოს და პრეზიდენტი ისევ დარჩენილიყოს, ეს რას ნიშნავს ? იმას რომ ბართუშა ხვდება დღეებს ითვლის და არ უნდა ფულის კეთებაში ხელი შეუშალოს ვინმემ.

  • basa7
    schedule 12 აპრ 2020, 11:21
    #4

    ატკატი გაკეთებული შავით თეთრზე აქედანვე ჩანს

  • nika 54
    schedule 12 აპრ 2020, 11:01
    #3

    ციტატა: njanka1977
    დედა @#₾& მამა @#₾& შვილს რად უნდა დიაგნოზი?! ბართომეუს იმედია ოდესმე ვნახავ დიდი ხნით გისოსებში. რაც მაგან იმაიმუნა გუანჯოუსთან ტრანსფერებში მარტო მაგიც ეყოფა


    მე მგონი როსელსაც ამან გაუჩალიჩა, რო მისი ადგილი დაეკავებინა.

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2020, 03:22
    #2

    ბართო ერთი "პერედაჩა" ჩემზე იყო.

  • njanka1977
    schedule 11 აპრ 2020, 23:40
    #1

    დედა @#₾& მამა @#₾& შვილს რად უნდა დიაგნოზი?! ბართომეუს იმედია ოდესმე ვნახავ დიდი ხნით გისოსებში. რაც მაგან იმაიმუნა გუანჯოუსთან ტრანსფერებში მარტო მაგიც ეყოფა