ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “ბოსტონ რივერის” მოთამაშე-მწვრთნელი, სებასტიან აბრეუ, ურუგვაულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ დეკემბერში, ლუის სუარესს “ნასიონალში” გადასვლა შესთავაზა. საუბარი “ნასიონალის” მთავარი მწვრთნელის, ალვარო გუტიერესის, გადადგომის შემდეგ შედგა. აბრეუ კი მის შემცვლელად განიხილებოდა.
“მაშინ, ლუისს ვუთხარი: “ჯერ-ჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს. რას ფიქრობ, რა ვქნათ?” მან კი მიპასუხა: “სეზონის დასრულებამდე ექვსი თვე დარჩა, მაგრამ თუ შენ იქ მიხვალ, სოფის (მეუღლეს) დაველაპარაკები. ყოველთვის გეუბნებოდი, რომ თუ შენ იქნებოდი მწვრთნელი, შეიძლება დავბრუნებულიყავი.”
თუმცა, აბრეუს ნაცვლად, ურუგვაული გუნდის მთავარ მწვრთნელად გუსტავო მუნუა დაინიშნა.
“ნასიონალი” ლუის სუარესის მშობლიური კლუბია, რომელშიც 2006 წლამდე ირიცხებოდა. შემდეგ მან სათამაშოდ ევროპას მიაშურა.
სუარესი 3 წელი კიდე უნდა დარჩეს,იდეალური სათადარიგო იქნება.
სურათზე როგორ გვანან
ადრეა ჯერ