“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, იაია ტურე, იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, რომლის გვერდითაც ოდესმე უთამაშია. მის სიტყვებს Marca ციტირებს.
“ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია? მესი, ანრი, ეტო’ო, ინიესტა და ჩავი. იმ პერიოდში ისინი დაუმარცხებლები იყვნენ.”
ტურემ, აგრეთვე, საყვარელ სტადიონად “კამპ ნოუ” დაასახელა და მასზე გატარებული დროც შეაფასა – “მადლიერიი ვარ, ჩემი ცხოვრების ამ პერიოდისათვის.”
კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი “ბარსელონას” რიგებში 2007-2010 წლებში ასპარეზობდა. იგი 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა. 2010 წლის ივლისში “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა, სადაც 8 წელი დაჰყო.
მაგარი ფეხბურთელი იყო ია ია ტურე უბრალოდ გვარდიოლას სტილში ნაკლებად ჯდებოდა