workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN: რონალდინიო, შესაძლოა, FIFA-დან გაქრეს

ESPN: რონალდინიო, შესაძლოა, FIFA-დან გაქრეს

ESPN-ის ცნობით, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდინიო, EA Sports-ის პოპულარულ ვიდეოთამაშ FIFA-ს ლეგენდებს შორის, შესაძლოა, აღარ იყოს. 

აქამდე, Ultimate Teams-ის რეჟიმში ბრაზილიელის საკუთარ გუნდში დამატება მისი კარიერის 3 სხვადასხვა პერიოდის მონაცემებით იყო  შესაძლებელი. 

ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ შესაძლო გადაწყვეტილება რონალდინიოს პატიმრობას უკავშირდება. პასპორტის გაყალბებისა და დაკავების შემდეგ, გაუჩოს იმიჯი საკმაოდ შეილახა და EA-ს აღარ სურს, ფეხბურთელთან ასოცირდებოდეს. 

ეს მოთამაშის FIFA-დან გაქრობის პირველი შემთხვევა არ არის: სატელევიზიო ეთერში ნაცისტური ფრაზის გამოყენების გამო, კანადურ-ამერიკულმა კომპანიამ კავშირი მარკო ვან ბასტენთან გაწყვიტა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • alen halilovic
    schedule 10 აპრ 2020, 10:28
    #1

    ციტატა: Lionel Messi – 10
    შ.გ ხოარააქვთ ამათ Ultimate team ს იმ მუღამით ვთამაშობ ხოლმე რო რონალდინიო გავჩითო სასტავში ამათმა კიდე ფიფადან ამოვიღოთო. ისედაც ნაგავია თამაშია ფიფა მითუმეტეს ultimate team… ესეც და სულ დავანებებ ონლაინში თამაშს თავს 😑 დროს დავზოგავ და ნერვები მექნება დამშვიდებული მაინც


    ხოდა კაი უქნიათ, რას ერჩი