
ზლატან იბრაგიმოვიჩი, შესაძლოა გამოიყენონ “ბარსელონაში” ცესკ ფბრეგასის ტრანსფერის გასაჩარხად. “მეთოფეების” მწვრთნელი, არსენ ვერნგერი, შესაძლო, დათანხმდეს გუნდის უდავო ლიდერის დაკარგვას, თუ მას იბრაჰიმოვიჩს შესთავაზებენ.
შვედმა თავდამსხმელმა ერთი სეზონი “ნოუ კამპზე” ისე გაატარა, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობები და მოლოდინები არ გაუმართლებია, ამიტომ მისი მომავლის განჭვრეტა სრულებით შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზლატანს კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. წესით, კლუბმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ასეთი დონის თავდამსხმელს მეორე შასნი მისცეს. შესაძლოა, ზლატანი მეორე სეზონში გაიხსნას. ასეთი რამ მოხდა ჰოლანდიელი ლეგენდის, რონალდ კუმანის შემთხვევაშიც. მაგრამ სატრანსფერო ფანჯარის წესები ნებას იძლევა, რომ იბრაჰიმოვიჩი ცესკის გადმოყვანაში გამოიყენონ. ვენგერი მართლაც სერიოზულად არის დაინტერესებული შვედი ფორვარდით. “ბარსელონა” ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და დიდი შანსია ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტრანსფერი შედგეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფაბრეგასმა პრესას განუცხადა, თუ “არსენალიდან” წავედი, მხოლოდ “ბარსელონაში” გადავალო. ცესკმა უკვე ისაუბრა თავის მომავალზე მწვრთნელს. ეს ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია ევროპაში ბრწყინავს და მისი სატრანსფერო თანხა 40 მილიონიდან 50 მილიონამდე მერყეობს.
აი, სად შეიძლება გახდეს სასარგებლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი. არსენ ვენგერი შვედით დიდი ხნის წინაც ყოფილა დაინტერესებული და მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, მაგრამ მაინც ჩაიშალა.
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში, რომელიშიც “ბარსელონა” და “არსენალი” ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვენგერი მართლაც დაინტერესდა იბრაგიმოვიჩით, რომელმაც “ემირეთსზე” ორი გოლის გატანა მოახერხა. “არსენალს” ნამდვილად აწუხებს ფორვადის პრობლემა, მას შემდეგ რაც ემანუელ ადებაიორი “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. დანიელი ნიკოლას ბენდტნერი კი საჭირო საქმეს ვერ ასრულებს. ერთი სიტყვით, ფრანგ სპეციალისტს ტიპიური “9” ნომერი სჭირდება. ერთ-ერთ ინტერვიუში ვენგერმა ასეთი რამ განაცხადა: “ძალაინ მოხიბლული ვარ მარუან შამახის თამაშით, მაგრამ ზალატნ იბრაგიმოვიჩი სულ სხვა დონის ფეხბურთელია.”
წყარო: www.elmundodeportivo.es