workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ფრენკი დე იონგი: ჩემი თავით კმაყოფილი ვარ

ფრენკი დე იონგი: ჩემი თავით კმაყოფილი ვარ

“ბარსელონას” Youtube-ს არხის მორიგ პირდაპირ ჩართვაში ფრენკი დე იონგის დროც დადგა. ნიჭიერი ნახევარმცველი საინტერესო კითხვებს პასუხობს.

– როგორია შენი რუტინა?
– ჯერ ვსაუზმობ, შემდეგ ძაღლს ვასერინებ და ვვარჯიშობ. “ბარსელონა” დღიურ პროგრამას მიგზავნის, მე კი განვმარტავ, თუ როგორ ვარ და დავალებებს როგორ ვასრულებ. განსაკუთრებულ დიეტას არ ვიცავ, იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე აქამდე ვჭამდი და შედარებით ნაკლებს ვმოძრაობ.

– ვინ მოგენატრნენ?
– კოლეგები, მეგობრები… გამუდმებით სახლში ყოფნა არავის მოსწონს. ვიმედოვნებ, მათ მალე შევხვდები.

– გუნდელებიდან ყველაზე აქტიური ვინ არის?
– მარტინ ბრეითუეიტი. დანიელი ფიტნეს-მწვრთნელივით იქცევა, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობს.

– ყველაზე მეტ სერიალს ვინ უყურებს?
– სერჟი რობერტო.

– წიგნის დაწერა ვის შეუძლია?
– შესაძლოა, ტერ შტეგენს.

– სეზონის შესახებ რას იტყოდი?
– საქმე უკეთესობისაკენ იცვლებოდა. სათამაშო დრო ნელ-ნელა იზრდებოდა. არის მატჩები, სადაც ჩემს შესაძლებლობებს ვერ ვაჩვენებ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ.

– როგორია აბდელჰაკ ნურის მდგომარეობა?
– ის რთულ მდგომარეობაშია, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Lasha71
    schedule 06 აპრ 2020, 23:59
    #2

    უკეთესი გვჭირდები ბიჭო!

  • M10 S9 D11
    schedule 06 აპრ 2020, 23:17
    #1

    უფრო უნდა მოუმატო ფრენკი