გახსოვთ რაფა მარკესი? მექსიკელმა მცველმა კატალონიური კლუბის რიგებში 7 წელი გაატარა (2003-2010). მან ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი ოცნება გაამხილა, სადაც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკავია.
Fox Sports-თან ინტერვიუში მან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერითა და ყველაფრით, რისი მიღწევაც შევძელი, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ვისვენებ და თავისუფალი დროით ვსარგებლობ.”
“ჩემი მომავალი პროფესია, იმედი მაქვს, კვლავ ფეხბურთთან კავშირში იქნება. აუცილებელია, რომ გუნდი, სადაც მუშაობა მომიწევს, ევროპული იყოს. ვიცი, რომ აქ სამსახურის პოვნა არ გამიჭირდება, რადგან გატარებული დროის განმავლობაში უამრავი მეგობარი შევიძინე. ევროპული ფეხბურთი მსოფლიოში საუკეთესოა, ასე რომ, თუ რაიმე შესაძლებლობა გამომიჩნდება, აუცილებლად დავთანხმდები.”
საუბრის დასასრულს მექსიკელმა სასურველი ადგილი დაასახელა, სადაც იმუშავებდა:
“მომავალში ჩემს თავს მწვრთნელად ვხედავ, “ბარსელონას” გაწვრთნა კი ჩემი ოცნებაა.”
რაფა მარკესმა კატალონიური კლუბის მაისურით 242 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მან 11 ტიტულის მოპოვება შეძლო, საიდანაც 2 ჩემპიონთა ლიგის თასი გახლდათ.”
მეც ვოცნებობ და რა
ხავის მერე მოჟნა, რამეს თუ მიაღწია სამწვრთნელო კარიერაში ეკუთვნის მწვრთნელობა
უმაღლესი დონის მცველი იყო, რომელსაც საუკეთესო გრძელი პასი ქონდა, ასევე თავით დიდებული თამაში და პოზიციის საოცარი შერჩევა. ამასთან ერთად დუხიანი ტიპიც იყო. მოკლეთ ვისაც არ ახსოვს დღევანდელ ცენტრალურ მცველებში ბევრი ვერ აჯობებდა. პრინციპში ერთი ვანდეიკი თორე დალშე ყველას დაუდგება თუ არ ჯობია
ეს და პუიოლი ვერიყვნენ გაუვალები მაგრამ აბალანსებდნენ ერთმანეთს ❤️❤️