ეს არის მე-17 სერია Marca-ს რუბრიკიდან – “ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგვიყოლია”.
ფეხბურთში დიდი პაუზაა და Marca-ს ჟურნალისტებმა არქივს გადახედეს. მათ დაიწყეს იმ მასალის გამოქვეყნება, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, თავის დროზე არ გამოქვეყნებულა.
2011 წლის დასაწყისში სამუელ ეტო’ომ გაიაზრა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ეტო’ოს დედას, კამერუნში არ მიუღია ის თანხა, რაც სამუმ გაუგზავნა. პრობლემები იყო ბიზნესშიც, ეტო’ოს მფლობელობაში არსებულ ღამის კლუბს, დიდი საგადასახადო დავალიანება აღენიშნებოდა.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი მისი აგენტი იყო.
აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც ეტო’ოს საკუთრებაში იყო, სხვის განკარგულებებს ექვემდებარებოდა.
მოულოდნელად, ეტო’ოს, კომპანიაში მხოლოდ 1%-ანი წილი აღმოაჩნდა, დანარჩენი კი მისი აგენტის, ხოსე მარია მისალესის ხელში აღმოჩნდა.
როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ეტო’ო 22 წლის ასაკიდან მოყოლებული, ბოლომდე ენდობოდა მის აგენტს. ის აგვარებდა როგორც სატრანსფერო ამბებს, ასევე გადასახადებს, შემოსავლებს და საინვესტიციო ფონდს.
მისალესის ხელში იყო ეტო’ოს გამომუშავებული 40 მილიონი, რომელსაც თავი 2006 წლიდან, 2009 წლამდე მოუყარა.
ზემოთხსენებული კომპანიის საკუთრებაში იყო ეტო’ოს 4 სახლი: პალმაზე, ბარსელონაში, პარიზსა და დუალაში (კამერუნი). ამასთან ერთად, დიდი ავტოფარეხი და ძვირადღირებული ბენტლი.
სწორედ ამ დროს მიხვდა ეტო’ო, რომ კომპანია არაფერს აღარ ფლობდა, ამასთანავე დაეკისრა დიდძალი ჯარიმა სასამართლო განჩინების საფუძველზე.
ამ პერიოდში ეტო’ო უკვე მახაჩკალის “ანჟიში” თამაშობდა. ბევრს გაუკვირდა, რომ ეტო’ომ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობის გამო, ყველაფერი გასაგები ხდება.
ახლო მეგობართან კონსულტაციის შემდეგ, ეტო’ომ, აგენტთან კონტრაქტი გაწყვიტა და სასამართლოში უჩივლა.
“რუსული არდადეგების” შემდეგ, ეტო’ომ ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
როგორ დამთავრდა სასამართლოს ამბავი?
რა გადაწყვიტა სასამართლომ?