workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ჰავერცისთვის ბრძოლაში 4 კონკურენტი ჰყავს

“ბარსელონას” ჰავერცისთვის ბრძოლაში 4 კონკურენტი ჰყავს

სიახლე არაა, რომ “ბარსელონა” “ლევერკუზენის” შემტევი ნახევარმცველით, კაი ჰავერცით დაინტერესებულია. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლა 4 კლუბთან მოუწევს.

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის შემდეგ ჰავერცის “ლევერკუზენში” დარჩენა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. როგორც ირკვევა, პერსპექტიული მოთამაშეთი, “ბარსელონას” გარდა, “იუვენტუსი”, “ბაიერნი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” ინტერესდებიან.

კაი ჰავერცი “ლევერკუზენის” აღზრდილია. გერმანელთა პირველ გუნდში ის 2016 წლიდან ირიცხება. მან ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ცნობილია, რომ ჰავერცის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Berlinetta♥
    schedule 01 აპრ 2020, 23:35
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    აუარი მოიყვანეთ აუარი ეს გეგმა ბ უ და იყოს


    აუარი ინიესტას როლს მოირგებს, და ეს სუფთა ფლეიმეიქერია, აი მესის არტოფნაში გამოჩნდება რომ მსგავსი ტიპის ნახევარმცველი აუცილებლად ჭირდება გუნდს.. პირღიას დაგტოვებს ისეთ პასებს ჩითავს

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2020, 22:49
    #1

    აუარი მოიყვანეთ აუარი ეს გეგმა ბ უ და იყოს