“ბარსელონას” ყოფილ და “მონაკოს” ახლანდელ ნახევარმცველს, სესკ ფაბრეგასს Instagram-ზე გასაუბრების დროს გულშემატკივრებმა იმ საუკეთესო მწვრთნელების დასახელება სთხოვეს, რომლების ხელმძღვანელობითაც ესპანელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში უთამაშია.
ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ “ლა მასიას” აღზრდილმა არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო გამოარჩია, პეპ გვარდიოლა კი “თამაშგარეში” დატოვა.
თუმცა, ამას, შესაძლოა, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, 32 წლის ფეხბურთელმა გვარდიოლას ხელმძღვანელბით მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრწყინვალე სტატისტიკა (48 მატჩი, 15 გოლი და 20 ასისტი) ჰქონდა, ზოგადად ითვლება, რომ კატალონიელი სპეციალისტის ხელში ფაბრეგასის საუკეთესო ვერსია არ გვინახავს.
საქმე ისაა, რომ, როდესაც სესკი “ბარსელონაში” გადმოვიდა, “ბლაუგრანას” ნახევარდაცვაში ჩავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსის სახით გამორჩეული სამეული ჰყავდა. პეპი ფაბრეგასს ხშირად სხვა პოზიციებზე ათამაშებდა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გატარებულ პირველ სეზონში ესპანელმა შუახაზელმა 17 მატჩი ცენტრალურ ნახევარმცველად ჩაატარა, 10 – ცენტრალურ თავდამსხმელად, 8 – შემტევ ნახევარმცველად, 7 კი – გარემარბად.
ფაბრეგასმა Goal-თან განმარტა, თუ რატომ გამოარჩია ვენგერი და მოურინიო: “არსენი ყოველთვის ისე მექცეოდა, როგორც შვილს. ეს გასაოცარი იყო, თუმცა მისთვის ყველაზე ახლო ადამიანი ხოსე იყო.
ჟოზესი ბევრი რამ მმართებს, რადგან მან “ჩელსიში” მიმიყვანა. ეს ყოველთვის მემახსოვრება.”
ფაბრეგასის სტატისტიკა ვენგერის ხელმძღვანელობით:
- 303 თამაში
- 57 გოლი
- 91 ასისტი
ფაბრეგასის სტატისტიკა მოურინიოს ხელმძღვანელობით:
- 69 თამაში
- 6 გოლი
- 27 ასისტი
აბა სად უნდა შეეტენა პეპს ნახევარდაცვაში ? 😂 მაგრამ პეპის ერთი გენიალური სვლა მახსოვს ეს როგორ გამოიყენა მოურინიოს წინააღმდეგ ბერნაბეუზე 3 :1 მოვიგეთ ის თამაში მგონი მთელი პირველი ტაიმი შეტევაში ჰყავდა და მეორე ტაიმში იმენნა მოკლა ეს უკან დაწია 😂 და ამის ზონიდან აბიდალმა გაიტანა გოლი შეტევაში 😂 😂 😂
რა ფეხბურთელიც იყო ის აზროვნება აქვს
პეპი კაცი ლეგენდა👊👊👊 ვაფშე პეპის ადგილზე ბარსაში გატარებული 4 წლის მერე აღარსად არ დავიწყებდი მუშაობას და მხოლოდ ასეთი ოქროს წლებით დავამახსოვრებდი გულშემატკივრებს თავს, ზედმეტი მითქმა მოთქმაც არ დაიწყებოდა მასზე ასე რო მოქცეულიყო