workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Football Espana: 100 მილიონიანი ტრანსფერები წარსულს ჩაბარდა

Football Espana: 100 მილიონიანი ტრანსფერები წარსულს ჩაბარდა

100-მილიონიანი ტრანსფერები წარსულს ჩაბარდა – ასეთი სათაურები ვრცელდება ესპანურ პრესაში. კორონავირუსის გამო მიღებული ზარალი, იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ელოდნენ. ამას ემატება რთული სიტუაცია ქვეყანაში. იტალიის შემდეგ, ესპანეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. შესაბამისად, უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატები, ამასობაში კი ზარალი მატულობს. არ ფუნქციონირებს ელიტარული კლუბების მუზეუმები, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა.

ამ ზაფხულში, “ბარსელონა” და “რეალი” მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებდნენ, მაგრამ ასეთ პირობებში, დიდი ტრანსფერები, რთული წარმოსადგენია. სავარაუდოდ, პოგბასა და მბაპეს ტრანსფერები ვერ შედგება, ან ფლორენტინოს ძალიან დიდი სესხის აღება მოუწევს.

პოზიტიურად არის განწყობილი ბართომეუ, Diario Sport-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე ვარაუდობდნენ, მაგრამ ფეხბურთელების გაცვლის მეშვეობით ყველაფრის სასიკეთოდ მოტრიალება იქნება შესაძლებელი.

ამასობაში, ლა ლიგის გუნდები “ბარსელონას” ბაძავენ და აპირებენ, რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 02 აპრ 2020, 02:14
    #7

    ფასები ხალიფამ აწია და კორონა დაწევს.
    ხალიფა, ბართო და პერეს, თქვენ ჩაგეხუტათ კორონა

  • shu1987
    schedule 01 აპრ 2020, 19:50
    #6

    ბარსელონას არც ჭირდება 100 მილიონიანი ტრანსფერები, ვინც საყიდია ამ ეტაპზე გუნდმა სტაბილურობა რომ დაიბრუნოს არის უპამეკანო და ვანდებეეკი , არცერთი არ ღირს 60-მილიონზე მეტი, პლიუს ტოდიბო დააბრუნონ და არაუხო დააწინაურონ, ლაუტაროო გაიძახით და ამ ეტაპზე ამ კრიზისის დროს რად გინდათ ჯერ არ შემდგარი ფეხბურთელი რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა ფორვარდია თუ ფორვარდის დამხმარე 111 მილიონად???? ჩემი აზრით უნდა გაყიდონ: 1) ვიდალი-25-30 მლ, 2) რაკიტიჩი-20-25 მლ, 3) უმტიტი-50-60 მლ, 4) გრიზმანი-100-120 მლ, 5) ბუსკეცი(სკამზე)ან-30-40 მლ, 6) პიკე(სკამზე ) ან- 25-35 მლ, 7) სუარესი(სკამზე ერთი სეზონი ძირითადშიც ჩაანაცვლებს ხოლმე)ან -35-45 მლ , 8)ნეტუ-40-50 მლ. ეს სასტავი გუნდს რომ მოშორდება სხვებს ისე ათამაშებს მწვრთნელი როგორც უნდა დაასხამს კიდეც ამათ ვინც ჩამოვთვალე რობერტო მიამატე თუმცა არ აქვს პრეტენზია და სკამზე ეგდოს, ამ ხალხს კიკე კიარა გვარდიოლაც რომ დააბრუნო ვერაფერი გააცოცხლებს და იმხელა ხელფასებს იღებენ გუნდს ნამდვილად გამოუთავისუფლდება სახსრები სხვა რამეებისთვისაც თუნდაც ახალგაზრდებისთვის, კამანდა ასეთი უნდა იყოს მომავალი წლიდან: 1)შტეგენი(ბარსა ბეს მეკარე ინიაკი პენია მგონი კაი ბიჭია)-2)სემედო(ემერსონი ბეტისიდან ბარსას საკუთრებაა)-3) ტოდიბო(არაუხო)-4) უპამეკანო(ლენგლე)-5)ალბა(ფირპოს მეტი დრო და გაიხსნება არაა უნიჭო)- 6)დეიონგი(ორიოლ ბუსკეცი უნდა დააბრუნონ კაი ბიჭია)-7) არტური(რიკი პუჩი/ალენია)-8) ვანდებეეკი(თუ ვერ იყიდეს მაშინ კოუტინიო დააბრუნონ აუცილებლად/ ალენია უნდა დააბრუნონ)-9) მესი ცრუ ცხრიანი (კოუტინიო დაბრუნდეს უნდა )- 10) დემბელე მარჯვნიდან (ანსუმანე)- 11) ანსუმანე(ბრაიტვეიტი) ნუ სუარესი თუ დარჩება ერთი სეზონი შეიძლება. სხვა ამ ეტაპზე დიდი თანხების უაზროდ გადახდა არის დიდი სისულელე ამ კრიზისი დროს ჩემი აზრით და გაისად ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნება გუნდს მხოლოდ ფორვარდი დაჭირდება და ჰალანდი უნდა იყიდონ აუცილებლად.

    ციტატა: KoolK


    მნიშვნელოვანი მატჩები შეგიძლია მითხრა სადაც ვალდესმა მატჩი ჩააგდო? ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ

    Barcelona-Liverpool, 2006-07 წლების ლიგის მერვედფინალის პირველი თამაში თუნდაც…


    კარგით ტოო მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდება რომ ვალდესი გარკვეულ მატჩებში არასტაბილური იყო, პეპს იმიტო ეყენა რომ ლამასიელი იყო-ესპანელი იყო და ერთ-ერთი ლიდერი იყო ჟილკიანი და ყვერებიანი ტიპი იყო უკნიდან მოდუნების საშუალებას არ აძლევდა მცველებს პლიუს ფეხით არ თამაშობდა ცუდად.

  • KoolK
    schedule 01 აპრ 2020, 17:14
    #5


    მნიშვნელოვანი მატჩები შეგიძლია მითხრა სადაც ვალდესმა მატჩი ჩააგდო? ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ

    Barcelona-Liverpool, 2006-07 წლების ლიგის მერვედფინალის პირველი თამაში თუნდაც…

  • Rosario
    schedule 01 აპრ 2020, 16:38
    #4

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: M10 S9 D11
    გვარდიოლას ფეხით მოთამაშე მეკარეები ევასება მაგრად ვალდესი ფეხით კარგად თამაშობდა მარა ძალიან არასტაბილური იყო ჰარტი გაუშვა ტიპმა სიტიდან იმიტომ რო ფეხით ვერ თამაშობდა და რა გასაკვირია რო ვალდესი ეყენა კარებში


    მნიშვნელოვანი მატჩები შეგიძლია მითხრა სადაც ვალდესმა მატჩი ჩააგდო? ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ.


    რა თამაშს ჩააგდებდა თუ ძმა ხარ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კარამდეც ვერ მიდიოდნენ. ცენტრში შავი ბუსკეტსის ინიესტა აბეტონებდნენ ყველაფერს. მოკლედ რომ ვთქვათ გუნდი ყავდა ისეთი გადამწყვეთ თამაშებში საქმე არ ქონდა. ისე ერთ თამაშს გაგახსენებთ. 2011/2012 წლების ლა ლიგის სეზონის ბოლო კლასიკო იყო, რეალი გვისწრებდა და სახლში გვქონდა ეგ კლასიკა კამპნოუზე ჯერ ხედირამ გაგვიტანა ვაგებდით, მერე ძლივს სანჩესმა გაათანაბრა და ვალდესის იდიოტური შეცდომის გამო შამპუნა რონალდოს ბურთი ფეხებში რო მიუგორა გაგვიტანა და 1-2 წავაგეთ. თან ეგ პეპის ბოლო კლასიკო იყო უკვე და ლა ლიგაც წავაგეთ.

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2020, 16:05
    #3

    ეს კრიზისი დაწევს ისევ ბაზარზე ფასებს

    ციტატა: kingarturo
    ვალდესზე წავაწყდი კომებს და ერთ კითხვას დაგისვავთ, გვარდიოლა დებილი იყო აბა ვალდესს რო ენდობოდა? ოქროს გუნდი იყო ის, ცუდი მეკარე რო ყოფილიყო და არასაიმედო პეპი სხვა მეკარის ყიდვას არ მოითხოვდა თქვენი აზრით?


    გვარდიოლას ფეხით მოთამაშე მეკარეები ევასება მაგრად ვალდესი ფეხით კარგად თამაშობდა მარა ძალიან არასტაბილური იყო ჰარტი გაუშვა ტიპმა სიტიდან იმიტომ რო ფეხით ვერ თამაშობდა და რა გასაკვირია რო ვალდესი ეყენა კარებში

  • Andres_Iniesta
    schedule 01 აპრ 2020, 15:51
    #2

    ციტატა: kingarturo
    ვალდესზე წავაწყდი კომებს და ერთ კითხვას დაგისვავთ, გვარდიოლა დებილი იყო აბა ვალდესს რო ენდობოდა? ოქროს გუნდი იყო ის, ცუდი მეკარე რო ყოფილიყო და არასაიმედო პეპი სხვა მეკარის ყიდვას არ მოითხოვდა თქვენი აზრით?


    ცუდი მეკარე ვალდესი არ იყო
    მარა გაუმართლა რო ბარსაში იყო 1 ნომრად.

    ეგ უნდა ყოფლილიყო კლუბში 1 ნომერი და სილესენი 2 ან გინდა შტეგენი მეორე ნაკრებში?
    თუ გინდა ბრავოც.

    უბრალოდ უკონკურენტო იყო ბარსაში.

    არასტაბლირუი იყო ხანდახან ისეთ გოლს გამოაძრობდა რო რავი და ხანდახან ისეთს გაუშვებდა.

    მარა რაც არ უნდა იყოს ვალდესის ნაირი მოტივატორი ფეხბურთელი კაპიტნის თვისებებით. პუიოლის მერე არ ყოლია.
    ისე შტეგენიც ძაან მოტივატორია.(პსჟ ქამბექის ისტორია მგონი პიკემ მოყვა გიჟიივთ ჩხაოდა ამოძრავდით ჩვენ ხო ბარსა ვართო გოლის მერე)

    პ.ს ჩემი აზრით კაპიტანი შტეგო უნდა იყოს.მარა ასე ადგე და მესის ჩამოართვა კაპიტნის ნიშანი რავიცი რა.ცოტა პრო****ააა

    ციტატა: jack slater

    ციტატა: Andres_Iniesta
    100 მილიონიან ტრანსფერებს ვინ დაეძებს

    ხალხი მშიერი რჩება


    😁😁😁😁😁😁😁👍👍👍👍👍
    მე პახმელია მკლავს ახლა😭😭😭


    😂 ამ თვითიზოლაციის ჟამს როგორ მოახერხე

    ისე კაი იდეა გავაფრენ სადაცაა და სახლში მაიცნ დავლევ ჩემთვის

  • Andres_Iniesta
    schedule 01 აპრ 2020, 15:41
    #1

    100 მილიონიან ტრანსფერებს ვინ დაეძებს

    ხალხი მშიერი რჩება