კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ, სამუელ უმტიტის სათამაშო დრო გაეზარდა, მაგრამ სასურველი ფორმისგან მაინც ძალიან შორს არის. მის მიმართ ნდობა კი იწურება.
იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლა შირა იუწყება, რომ “არსენალი” და “ჩელსი” უმტიტის გადასაბირებლად მზად არიან.
ამბობენ, რომ გასულ ზაფხულში, ფრენკ ლემპარდს, უმტიტის შესაძენად FIFA-ს სანქციამ შეუშალა ხელი, რომლის მიხედვითაც “ჩელსის” ტრანსფერების განხორციელება აეკრძალა.
უმტიტი ჯერ კიდევ 26 წლის არის და ამასთანავე საკმარისი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორც საკლუბო, ისე სანაკრები კარიერაში. ის იდეალურად ჯდება როგორც “არსენალის”, ისე “ჩელსის” სათამაშო პროფილში.
უმტიტის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მის სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონ ევროს ასახელებენ.
თავის მხრივ, “ბარსელონაც” ეძებს ცენტრალურ მცველებს და ბოლო პერიოდში რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთი “ლაციოს” ცენტრალური მცველი ლუის ფელიპეა.
უნდა დატოვონ, ფორმაში შევა და კედელი იქნება კვლავ, იმედია აღარ დაიტრავმება
თუ გაყიდვაა ამასთან ერთად ლენგლეც გასაყიდია
თუ ყიდიან 50-60 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გავყიდოთ და მაგ ფულით უპამეკანო უნდა მოვიყვანოთ მეეჭვება ამა ფორმა აღიდგინოს
დანარჩენი გუნდი ხო რას ამობ ხოდზეა და მარტო ესაა სუსტი რგოლი, მეტოქე რამის მთელი თამაში დაცვას აზის ზედ და ექნებათ ამათაც ცუდი მომენტები, აბა ნახევარდაცვა არ ატარებდეს მატჩში 3-4მომენტზე მეტს ნახავდით რა კედელი გამოჩნდებოდა ბარსას დაცვა
ეს შავი მალდინი გვეგონა და შავი ლობჟანიძე გამოდგა.