დაწყევლილი 7 ნომერი

დაწყევლილი 7 ნომერი

ცოტა ხნის წინ ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ მას “ბარსელონაში” მისთვის მიცემული 17 ნომრის 7 ნომერზე გაცვლა უნდა. ფრანგმა ფეხბურთელმა “ბარსას” 7-ნომრიანი მაისურის “ჯადოს” შესახებ რომ იცოდეს, ის აუცილებლად დაფიქრდებოდა.

ავადსახსენებელი ლუიშ ფიგუს “რეალში” გადასვლის შემდეგ, “ბარსელონას” 7-ნომრიანი მაისურით პორტუგალიელის დარად აღარავის უთამაშია, არადა, ამ ტრანსფერიდან სულ მალე უკვე 20 წელი გავა.

ფიგუს შემდეგ, 7 ნომერი ალფონსო პერესს გადაეცა. ეს მადრიდელი ფეხბურთელი “რეალის” სკოლის აღზრდილი იყო და შესაძლოა, “ბარსამ” ფიგუს ტრანსფერზე “შურია იძი”. ალფონსო პერესი, ახალგაზრდა გულშემატკივრებს, “რეალში” ან “ბარელონაში” თამაშით ნაკლებად ეცოდინებათ. ის იმითია “სახელგანთქმული”, რომ “ხეტაფეს” სტადიონი მისი სახელობისაა. არა ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისთვის, არამედ იმის გამო, რომ ის წარმოშობით ხეტაფედანაა. “ბარსელონას” შემადგენლობაში, ლა ლიგაში, პერესმა 21 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და შემდეგ “მარსელს” მიაშურა.

შემდეგ იყო ხავიერ სავიოლა. მე-20 საუკუნის დასაწყისში “ბლაუგრანას” ქომაგების ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება. 3 წელი იწვალა “ბაჭიამ” “ბარსაში”, შემდეგ “მონაკოსა” და “სევილიაში”, შემდეგ ერთი წელი ისევ “ბარსაში” და 2007 წელს, ფიგუს მსგავსად, “რეალში” გადავიდა.

შემდეგ იყო ჰენრიკ ლარსონი. 2 წლის განმავლობაში, ვეტერანი შვედი თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებდა და 2006 წელს “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლიც ითამაშა – ფინალში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, სამუელ ეტო’ოს რეზერვისტზე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, “ბარსას” უმთავრესი ვარსვლავი იყოო.

შვედი თავდამსხმელი კიდევ ერთმა ჩრდილოელმა, ეიდურ გუდიონსენმა შეცვალა. აუგს ვერც ისლანდიელზე ვიტყვით, მაგრამ სად “ბარსას” 7 ნომერი და სად გუდიონსენი.

2010 წელს, “ბარსელონაში” გადმოვიდა დავიდ ვილია, რომელიც 21-ე საუკუნეში “ბარსას” საუკეთესო შვიდიანია. თუმცა, ესპანელზე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინათქო. საუკეთესო “ელ გუახედ” მაინც “ვალენსიელი” ვილია დარჩა.

ვილიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, 7 ნომერი პედრო როდრიგესმა გადაიბარა. შეიძლება იფიქროთ, რომ “პედრიტოს” მაინც ვერ მოვუფიქრებთ ვერაფერს ცუდს. არც ვაპირებთ, უბრალოდ, ის კი უნდა ითქვას, რომ 17 ნომრის 7 ნომერზე გაცვლის შემდეგ, “ბარსას” გულშემატკივრების ერთ-ერთმა საყვარელმა, მაგრამ მაინც დაუფასებელმა პედრომ, თამაშს უკლო.

პედროს შემდეგ, 2 წელი, 7 ნომერი არდა თურანმა აწვალა. სათქმელიც კი არაფერია.

შემდეგ კი იყო კოუტინიო. გადმოვიდა, დაიწყო 14 ნომრით თამაში, გაგვახარა, იმედები ჩაგვისახა, აიღო 7 ნომერი და…

ახლა კი იგივეს აპირებს გრიზმანი. 17 ნომრით დაიწყო, ჩვეულად ვერა, მაგრამ მაინც არცთუ ცუდად ითამაშა, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა… მაგრამ მასაც გული ამ დაწყევლილი ნომრისკენ მიუწევს.

დაფიქრდი ანტუან, კარგად დაფიქრდი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • njanka1977
    02 აპრ 2020, 01:36

    მგონი ჟიულიც 7 ნომერი იყო, ოვერმარსიც…

  • nika 54
    01 აპრ 2020, 20:32

    ადმინ დაწყნარდი, სანამ ეგ 7 ნომერს აიღებს უკვე პსჟ-ში იქნება(ალბათ პსჟჟ-ს 7-ზე ჩალიჩობს.)

  • Pique_3
    01 აპრ 2020, 14:20

    დავიდ ვილა ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო 7იანია❤ყველაფერი მოიგო და ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა💜💜💜💜ის ტრამვა რომ არა სუარესიდ ყიდვა არც გახდებოდა საჭირო🙃🙏

  • QIROESTA
    01 აპრ 2020, 13:07

    მგონი, ცუდი სტატია არაა, ხომ?

  • king artthur
    01 აპრ 2020, 11:38

    ლარსონიც კარგი იყო, პედროც. ვილაზე არ მესმის ასე რატომ საუბრობთ… დავიდი კარიერის პიკში სწორედ ჩვენთან იყო საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. ნეიმარზე ნაკლები არაფრით იყო დავიდი ბარსაში თამაშისას და ზოგადად ხომ როგორც ფეხბურთელი ერთი თავით აღემატება.

  • M10 S9 D11
    01 აპრ 2020, 10:45

    გააუქმეთ ეს ნომერი ვაფშე მაგის თარსი დედა მივაცენზურე 😂😂😂

  • Andres_Iniesta
    01 აპრ 2020, 09:19

    რა ვილან ვერ წარმოაჩინა 2010-2011 წელი დაააფრინავდა.

  • სპარტაკი
    01 აპრ 2020, 06:17

    Grizias imedi maqvs 7 ainis ampulashi moergeba.. arada figus shemdeg aravis ugrzvnia komfortulad tavi mag nomrit es faqtia da udaoa.. nu tuarchavtvlit vilias gabrwyenas mokle droit.. figu goristava..

  • ROUCH
    01 აპრ 2020, 04:35

    რა იყოთ ხალხო, ხო ზუსტად ვილა კი იყო მხეცი მარა ფეხი მოიჩლიხა და გაედო მის მერე მის კარიერას, პედრომ აიღო და სკამი ხეხა და ის აღარ იყო რაც მანამდე, არდა ატლეში რა კაი იყო და აქ მოკუკა, კოუტინიოც 14 ნომრით რა მშვენიერი იყო აიღო 7 და მოკუკა დაწყევლილი შეილება არაა მარა თარსია რა, ვინც ირჩევს ფაქტია ტრ*კისკენ მიდის მისი საქმე

  • BaKuRa
    01 აპრ 2020, 04:22

    ვილიამ ვერ წარმოაჩინა შესაძლებლობებიო თქვენთანაც წერია?🤔🤦🏻‍♂️🤣

  • katalomia
    01 აპრ 2020, 03:41

    100 wlis larsonisgan ras elodi kimara isets rac ver gagimartla molodini??? Kacma sadac itamasha yvelgan chaklasa. Viliam tu ver gaamartla da aba vin gaamartla??? (Ert-erti udzlieresi da gamartlebuli) transferi iyo barsas istoriashi (finalshi gatanili uklasnesi goli rad ghirs marto?!!) Da bolos, Pedrito…. agharc ghirs magaze saubari saertod…bolo sityva tbilisshi aqvs natqvami 7 nomriani maisurit.
    Writer! es yvelaze cudi statiaa ashkarad shens karierashi)) ufro meti shegidzlia, vicit chven da gvjera sheni)) Is "BOMBA" (chemi favoriti statiaa tanac magi am saitze rac ki minaxavs imat shoris) statia rad ghirs marto, klasikos wagebis shemdeg ro "shemogvtavaze" da "dagvxoce" sicilit : ra moxda imis shemdeg realma ro bolo klasiko moigo saxlshio??!!! Tu raghac amdagvari sataurit ro iyo. Imena "BESTSELLER" statia iyo 😄😄😄 Mxeci xar, Writer!

  • me da barca
    01 აპრ 2020, 03:14

    დაწყევლილზე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები.

  • Geo-fcb
    01 აპრ 2020, 02:49

    აუ რა ცუდი სტატიაა, ლარსონი რეზერვისტი იყოო, ვილამ ბოლომდე ვერ წარმოაჩინაო, პედრომ უკლოო 😂 😂
    ჯერ ერთი ლარსონმა თვითონაც იცოდა რომ რეზერვისტი იყო და თავის საქმე ხუთიანზე შეასრულა, რა არ გამართლებაზეა საუბარი ?

    ვილამ ვერ წარმოაჩინაო… 😂 😂 😂 ვალენსიაში პირვველი კაცი იყო, ბარსაში ხომ ვერ იქნებოდა პირველი როცა მესი იყო, ნახეთ მისი თამაში ან მისი მნიშბნელოვანი გოლები.

    და ბოლოს პედროთი დაამშვენეს, ტიპს რაც ბარსასთვის აქვს გაკეთებული მსგავსი რამ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს თუ აქვთ გაკეთებული 😂