Marca-ს ცნობით, თურქეთის ნაკრების ლეგენდა და “ბარსელონას” ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
საქმე ისაა, რომ 46 წლის ვარსკვლავს კორონავირუსის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელს COVID-19 მეუღლისგან, ისილისგან გადაედო, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
რუშთუ “ბლაუგრანას” 2003 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმამ არ მისცა საშუალება, პირველ გუნდში ფეხი მოეკიდებინა. რეჩბერმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.
აქ ჩამოვიდეს უშველიან
როგორ მახსოვს თურქების მძლავრი ნაკრები 2002ს მსოფლიოზე, რუშტუ, ემრე ბოლოზოღლუ, ჰასან შაში, ჰაკან შუქური, კორკმაზი, ბაშთურქი განსაკუთრებით ესენი…. რუშტუ ხო მართლა რო კატა იყო, გოლს ვერ უტანდნენ როჟას მაგრამ მალხაზ ასათიანმა მაინც საკაიფო აყლაპა….
გამოჯანმრთელებას გისურვებ გოლკიპერ…