workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელების დიდსულოვან გადაწყვეტილებას ლეგენდები გამოეხმაურნენ

“ბარსელონას” ფეხბურთელების დიდსულოვან გადაწყვეტილებას ლეგენდები გამოეხმაურნენ

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა დაადასტურეს რომ, კორონავირუსის გამო, ხელფასების 70%-ით შემცირებისათვის მზად არიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუნდის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ Instagram-ზე გამოაქვეეყნა, ცოტა ხნის შემდეგ კი იმავე განცხადება სხვა მოთამაშეებმა და თავად “ბლაუგრანამაც” გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, მოთამაშეები არა მარტო თანხას შეიმცირებენ, არამედ იზრუნებენ, რომ კლუბში მომუშავე პერსონალმა ხელფასი 100%-ით მიიღოს.

“ბარსელონას” ფეხბურთელების დასაფასებელ საქციელს, ლიონელ მესის განცხადების კომენტარებში, ლეგენდები გამოეხმაურნენ.

ჩავი ერნანდესი: “ყველასაგან დიდსულოვანი ქცევა! გილოცავთ! სამაგალითოები ხართ, როგორც ყოველთვის!”

სამუელ ეტო’ო: “დიდებული გადაწყვეტილება, ბრავო, ლეოსა და მთელს გუნდს”

კარლეს პუიოლი: “ყველა თქვენგანით ვამაყობ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • davitichi925
    schedule 30 მარ 2020, 20:03
    #10

    ციტატა: nika 54
    ნეტა კიკეს თუ შეუმცირებენ? რო თქვას არ მინდაო და წავიდეს რაღა ვქნათ?


    მაგნაირ ჭეკლასები 3 კილო კარშია ბრატუხა

  • Messiah
    schedule 30 მარ 2020, 19:49
    #9

    მეტი ვიდრე კლუბი!

  • MTG8
    schedule 30 მარ 2020, 19:08
    #8

    მესი ხარ რა 🤙🏼

  • vegassi54
    schedule 30 მარ 2020, 18:43
    #7

    მეტი ვიდრე კლუბი!!!

  • BarcelonaFanTV
    schedule 30 მარ 2020, 18:42
    #6

    ციტატა: პიკე81
    ანუ ჭორები იმის შესახებ რო შემცირებაზე უარს იძახიანო მითი ღმოჩნდა?


    რავი აბა მესიმ თქვა ამდენი ხანი უარზე კი არ ვიყავით ვარიანტებზე ვფიქრობდითო

  • messi and iniesta
    schedule 30 მარ 2020, 18:13
    #5

    ბრაო ვამაყობ თქვენით საღოლ

  • პიკე81
    schedule 30 მარ 2020, 17:32
    #4

    ანუ ჭორები იმის შესახებ რო შემცირებაზე უარს იძახიანო მითი ღმოჩნდა?

  • nika 54
    schedule 30 მარ 2020, 17:05
    #3

    ნეტა კიკეს თუ შეუმცირებენ? რო თქვას არ მინდაო და წავიდეს რაღა ვქნათ?

  • M10 S9 D11
    schedule 30 მარ 2020, 17:03
    #2

    ბრავო ბიჭებს ბრავო

  • სპარტაკი
    schedule 30 მარ 2020, 16:56
    #1

    აი მესმის ყოჩაყ ბიჭებო… გული მწყდებოდა საკითხი რომ ასე იდგა და ვამაყობ რომ სამაგალითოთ გადაწყდა…