ოფიციალურად: “ბარსელონას” ფეხბურთელები ხელფასების 70%-ით შემცირებას დასთანხმდნენ

ოფიციალურად: “ბარსელონას” ფეხბურთელები ხელფასების 70%-ით შემცირებას დასთანხმდნენ

კატალონიის “ბარსელონას” სურდა, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ფეხბურთელების ხელფასები 70%-ით შეემცირებინა. ამას გარდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოთამაშეები ამ ცვლილების წინააღმდეგნი იყვნენ.

დღეს “ბლაუგრანას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ადასტურებს, რომ ყველა ფეხბურთელი ხელფასების დაქვითვისათვის მზადაა. ამის შემდეგ, ზუსტად იგივე ტექსტი სოციალურ ქსელებში სხვა ფეხბურთელებმაც გამოაქვეყნეს.

“ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით პირველი გუნდის დამოკიდებულების შესახებ ბევრი დაიწერა.

უპირველეს ყოვლისა, დაქვითვაზე ყოველთვის თანახმა ვიყავით, რადგან ამჟამინდელ გამონაკლის სიტუაციას სასვებით ვაანალიზებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კლუბის ნებისმიერ თხოვნას პირველები შეასრულებენ. ბევრჯერ იგივე საკუთარი ინიციატივითაც გაგვიკეთებია.

შეთანხმების დაანონსება რამდენიმე დღით შეფერხდა, რადგან რთულ ვითარებაში ჩავარდნილი “ბარსელონას” დასახმარებელ გზებს ვეძებდით.

ახლა კი დროა დავაანონსოთ, რომ ხელფასების 70%-ით შემცირების გარდა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ “ბარსაში” მომუშავე პერსონალმა თახნა 100%-ით მიიღოს.

დამშვიდობებამდე გვსურს, უთბილესი მისალმება და მხნეობა გამოგიგზავნოთ. ახლანდელ მდგომარეობას თავს მალე დავაღწევთ და ამას ყველა ერთად ვიზამთ.

Visca el Barca and visca Catalunya,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

[media=https://www.instagram.com/p/B-WwreSiaL7/?utm_source=ig_embed]

[media=https://www.instagram.com/p/B-Wx8R-Kktn/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-WxjltoBTL/?utm_source=ig_web_copy_link][media=https://www.instagram.com/p/B-WxdwwgJs4/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-WxYKco-97/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-WxSoGllW4/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-Wx6rsgnOB/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-Wxmu_iVgo/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B-Wz1jPjtET/?utm_source=ig_web_copy_link][media=https://www.instagram.com/p/B-Wxbi0ixvy/?utm_source=ig_web_copy_link]
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • o.dembele11
    schedule 31 მარ 2020, 23:11

    ადმინ დემბელეს ტრამვაზე გავაგებინე რამე სიახლე როგორც გაჩნდება მგონი დაგავიწყდათ საერთოდ მისი არსებობა, ხვალ დადე დემბელეზე რამე

  • ფლოკი
    schedule 31 მარ 2020, 16:14

    ამათთვის ხელფასები კორონავირუსამდეც უნდა დაეკლოთ, ისედაც.არაფერში არ იღებდნენ ამოდენა მილიონებს

  • Messiah
    schedule 30 მარ 2020, 19:51

    მესი : მეფე , ლიდერი , ლეგენდა

  • M10 S9 D11
    schedule 30 მარ 2020, 17:02

    ციტატა: Ronaldinho.
    ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რო სახლში ჯდომისთვის, ჭამისთვის და ს.ექსისთვის თვეში მაინც აიღებთ დაახლოებით 300 ათასს და არა მილიონს :)) ზოგის შემთვევეასი (მაგ:მესი)თვეში 1 მილიონს 4ის მაგივრად))))და დანრჩენი მოკვდავები 1500 ლარის დოლარის და ევროს ხელფასსბს საერთოდ ვერ აიღებენ))


    შენი ჯიბიდან იღებენ ხელფასებს?

  • სპარტაკი
    schedule 30 მარ 2020, 16:59

    👍👍👍

  • Tsitsi
    schedule 30 მარ 2020, 16:05

    O Captain! My Captain! 👑

  • Wtf man
    schedule 30 მარ 2020, 16:03

    ყოჩაღ კარგი საქციელია. მაინც ტყუილად იღებთ მაგხელა ხელფასებს

  • M10 S9 D11
    schedule 30 მარ 2020, 16:03

    რათქმაუნდა დათანხმდებოდნენ უბრალოდ გაზეთებს ინტრიგანობა ხო უნდა დაეწყოთ