1960 წლის 4 მაისს, “ბარსელონამ” ზედიზედ მეორედ მოიგო ბაზრობათა თასი (შემდგომში უეფას თასი). ფინალურ მატჩში, კატალონიელებმა “ბირმინგემი” 4:1 გაანადგურეს. შეხვედრის მე-6 წუთზე, “ბარსა” უკვე 2:0 იგებდა.
1949 წლის 4 მაისს, ქალაქ ტურინთან მომხდარი ავიაკატასტოფის დროს, დაიღუპნენ “ტორინოს” ფეხბურთელები. იყო შანსი, რომ თვითმფრინავში აღმოჩენილიყო შემდგომში “ბარსელონას” ლეგენდად ქცეული, ლადისლაო კუბალა, რომელიც ტურინელებმა ამხანაგურ მატჩზე მიიწვიეს. კუბალამ თამაშზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მას გამგზავრება მეუღლემ გადააფიქრებინა.