მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუბარსი, კუნდე და ოლმო გუნდთან ერთად ვარჯიშობენ

კუბარსი, კუნდე და ოლმო გუნდთან ერთად ვარჯიშობენ

მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
მოკლედ
"ბარსელონა" "ვილიარეალთან" მატჩისთვის მზადება განაგრძობს. პარასკევის ვარჯიშში პაუ კუბარსიმ, ჟიულ კუნდემ და დანი ოლმომ გუნდთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

“ბარსელონა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგის განახლებისთვის ემზადება. ჰანსი ფლიკის გუნდმა პარასკევს, 20 ნოემბერს, ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში მორიგი ვარჯიში ჩაატარა.

სავარჯიშო სესიაში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პაუ კუბარსიმ, ჟიულ კუნდემ და დანი ოლმომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ვარჯიშში ასევე ჩაერთო ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ალექს კამპოსი.

“ბარსელონა” მზადებას შაბათს, 21 ნოემბერსაც გააგრძელებს. მომდევნო სავარჯიშო სესიის პირველი 15 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება, მოგვიანებით კი ჰანსი ფლიკი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

“ბარსელონა” და “ვილიარეალი” ერთმანეთს კვირას, 22 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურში დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი