workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”მუნდიალის ფავორიტები–ბრაზილია, ინგლისი და ესპანეთი”

მესი:”მუნდიალის ფავორიტები–ბრაზილია, ინგლისი და ესპანეთი”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი დარწმუნებულია, რომ არგენტინის ნაკრები წარმატებით იასპარეზებს 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ნაკრები წარმატებით იასპარეზებს სამხრეთ აფრიკაში. მთავარი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა თავისი მაღალი კლასის დასამტკიცებლად. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ ძალიან ძლიერი ნაკრებები, ერთ–ერთი კი არგენტინაა. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს მუდნიალზე გამარჯვების, მაგრამ არგენტინის ნაკრებს არ თვლიან ფავორიტად. ტიტულის მოგების მთავარ პრეტენდენტებად კი ესპანეთს, ინგლისსა და ბრაზილიას მივიჩნევ,” დაასრულა მესიმ.

წყარო:barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward