კეიტა ბალდე: შემთხვევითი არაა, რომ “ლა მასიამ” ამდენი კარგი ფეხბურთელი აღზარდა

კეიტა ბალდე: შემთხვევითი არაა, რომ “ლა მასიამ” ამდენი კარგი ფეხბურთელი აღზარდა

“ბარსელონას” სკოლის აღზრდილი, ამჟამად “მონაკოში” მოთამაშე კეიტა ბალდე კატალონიური კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაზე საუბრობს.

“ბარსელონა”, უპირველესად, გაყალიბებეს როგორ ადამიანად და ამის შემდეგ ფეხბურთელად. შემთხვევითი არაა, რომ “ლა მასიამ” ამდენი კარგი ფეხბურთელი აღზარდა. ეს ნიშნავს, რომ კლუბი სწორად მუშაობს. მე ვნახე ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან იკარდი, დეულოფეუ, ბარტრა, სერჟი რობერტო, ჯოვანი დოს სანტოსი და ბელერინი. კლუბი ასეთი ფეხბურთელების აღზრდას განაგრძობს.” – ციტირებს 25 წლის თავდამსხმელის სიტყვებს Sport.

კეიტა ბალდე “ბარსელონას” აკადემიაში 2004-2011 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის “ლაციოში” გადავიდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    28 მარ 2020, 01:56

    მწვრთნელი არ გვაღირსეს ბიჭო მწვრთნელი, კუმანი რო მინდოდა იმიტო კი არ მინდოდა რო ტოპ მწვრთნელია იმმიტო რო ახალგაზრდებტან მუშაობს კარგად, ლივერპულმა და კლოპმა დაუკოცნონ ერთი ადგილი, ვან დეიკიც და მანეც კუმანმა იყიდა საუთჰემპტონში და ორივე მაგრად მოხოდა. რამდენიც მანდაა ჩამოთვლილი რამდენი გამოგვადგებოდა მაქედან? თუნდაც იკარდის ტიპის ფორვარდი, თუნდაც ბელერინი, ყველაზე პრობლემატური პოზიცია, სკამზე არასდროს შემტევი არ გვყავდა, სწრაფი გამამწვავებელი შეტევი, იმიტო რო ადამა ტრაორე, კეიტა ბალდე და სხვა ბევრიც უფასოდ დაარიგეს გუნდებში. პეპის წასვლის მერე ნელ ნელა დაერხა ლა მასიას, ლუჩო ცოტას კიდე აკეთებდა რაღაცას, ლუჩოს მერე კი ოფიციალური მკვლელი მოვიდა გუნდში. არადა პეპი ერთი წელიც რო დარჩენილიყო ბარტრა ტელიო და პირველ რიგში კუენკა გაცილებით უკეთეს მოთამაშეებად იქცეოდნენ, ტაიგოც აღარ წავიდოდა და ძირითადის კაცი გახდებოდა, პეპი კიდე ბევრ მაშინდელ ტალანტს დააწინაურებდა და ახლა შეიძებოდა 2-3 კაცით მეტი კარგი მოთამაშე გვყოლოდა. კუენკა რა კარგი ვინმე იყო გახსვოთ?

  • ნელსონ სემედუ
    27 მარ 2020, 23:29

    დარწმუნებული ვარ ბევრი მოთამაშის ამოყვანა შეიძლებოდა პირველ გუნდში ამ ბოლო წლებშიც, მაგრამ ბართომეუს ყველაზე დიდი მინუსი ეგ არის რომ ლა მასია ჰკიდია და უაზროდ ხარჯავს მილიონებს, ამას ბევრი ტალანტი ხვდება და ამიტომ გარბიან სხვა გუნდებში.