workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიხაელ ბალაკი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი

მიხაელ ბალაკი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი

“ლევერკუზენის”, “ბაიერნისა” და “ჩელსის” ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, მიხაელ ბალაკმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლა შეეძლო.

“საიდუმლო არაა, რომ “რეალს” ჩემი ყიდვა სურდა. მაგ. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. რადგანაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართებოდა, ვფიქრობდი, რა იქნებოდა უკეთესი. მადრიდის “რეალი” განსხვავებული კლუბია, მე მხოლოდ ჩემს გრძნობებს მივყვებოდი. იმ დროს, “ბაიერნი” საუკეთესო ვარიანტი იყო”, – ციტირებს ბალაკის სიტყვებს Sky Sports.

“ბაიერნში” ბალაკმა ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო, თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია. 2004 წელს გერმანელმა გუნდის დატოვებაზე ფიქრი დაიწყო.

“არ მინდოდა გუნდში დარჩენა… “ბარსელონასგან” შემოთავაზება მქონდა და გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თითქმის ყველაფერი, გარდა სატრანსფერო ღირებულებისა, შევათანხმეთ. ექვსი თვის შემდეგ ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა კატალონიაში ყოფნა, რადგან “ბარსელონას” შესანიშნავი გუნდი ჰყავდა”, – აცხადებს ბალაკი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • სპარტაკი
    schedule 28 მარ 2020, 12:10
    #2

    ჩელსში ეს და შევჩენკო გაქრენ ვითომდა არც ყოფილან..

  • me da barca
    schedule 26 მარ 2020, 01:37
    #1

    გადასულიყავი მერე და ხომ მოიგებდი შენთვის სანატრელ ლიგას.