კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. ესპანელი Cadena Cope-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა, საკუთარი სასტუმროც დათმოს.
“ჩემს მფლობელობაში მყოფი 3 სასტუმროდან ერთი (400 ოთახიანი) შესაბამის სექტორს შევთავაზე, რომ საჭიროებისამებრ გამოიყენონ. მდგომარეობა სწრაფი ტემპით უარესდება და არავინ იცის, რა მოხდება.
“ბლაუგრანა” ფეხბურთელებს ხელფასს შეუმცირებს? საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს. აქამდე ამ თემაზე არავინ მსჯელობდა. ვფიქრობ, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და გაიაზრებენ, რომ “ბარსელონასთვის” და მსგავსი კლუბებისათვის ეპიდემია ბიუჯეტს რადიკალურად შეცვლის”, – ამბობს ჟორდი მესტრე.
თუ გინდათ კორონა დავამარცხოთ 2 კაცი უნდა შევწიროთ, პერესი და ბართომეუ.
👏👏👏👏