workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კანავარომ მესიზე ისაუბრა

კანავარომ მესიზე ისაუბრა

2006 წლის “ოქროს ბურთის” ლაურეატმა, ფაბიო კანავარომ, Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“რეალის” ექსფეხბურთელმა მეტად უცნაური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მესის დონის მოთამაშის ყოლა, რაღაც მხრივ უარყოფით შედეგს იძლევა, რადგან ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

“ბარსელონაში” დიდი ციკლი დასასრულს უახლოვდება. ფრთხილად უნდა იყო ისეთ ფეხბურთელთან, როგორიც მესია. მას შეუძლია გაიტანოს ხუთი გოლი ორ თამაშში, ან გააკეთოს სამი საგოლე პასი, როგორც “ბეტისთან” მოხდა და კრიზისიც გაქრება ისე, თითქოს ყველაფერი რიგზე იყოს.” – აღნიშნავს კანავარო.

შესაძლოა, ლეგენდარული იტალიელი მართალია. “ბარსელონას” ძალიან შეზღუდული შემადგენლობა ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი 30 წელს არის გადაცილებული. თუმცა, არგენტინელის დამსახურებით “ბარსა” მუდმივად ახერხებს ორ ფრონტზე ბრძოლას.

ეს არ არის პირველი სეზონი, როცა გუნდი 32 წლის ფეხბურთელზე ზედმეტად არის დამოკიდებული.

პრობლემა ხილული გახდა მაშინ, როცა მესის ტრავმის გამო ხუთი შეხვედრა გაუცდა.

“ბარსელონა” მესის ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward