როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” “რენის” 17 წლის ნახევარმცველით, ედუარდო კამავინგათი ინტერესდება. თუ კატალონიელებმა ანგოლელი ტალანტი შეიძინეს, შუახაზის პოზიციაზე ფიქრი დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევთ. “ბლაუგრანამ” ასევე შეიძინა “ბრაგას” 20 წლის პორტუგალიელი შემტევი, ფრანსიშკუ ტრინკაუ.
Tribuna.com გვთავაზობს “ბარსელონას” შესაძლო თერთმეტეულს 2025 წლისთვის. ამ 11 ფეხბურთელში შედიან კამავინგაც და ტრინკაუც, ხოლო გუნდს ჩავი ერნანდესი წვრთნის.
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
სავარაუდოდ, გერმანელი ფეხბურთელი და კატალონიური კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ტერ შტეგენი ამჟამად 27 წლისაა, რაც მეკარისთვის იდეალური ასაკია.
მარჯვენა მცველი: ნელსონ სემედუ
კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ, “ნელსინიომ” ბევრი რამ გააუმჯობესა. იგი ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
ცენტრალური მცველი: ჟან-კლერ ტოდიბო
ფრანგი მცველი ამჟამად “შალკეშია” განათხოვრებული. გერმანულ კლუბს მისი 25 მილიონად გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება.
ცენტრალური მცველი: რონალდ არაუხო
კატალონიელებს “ბარსა ბ-ში” ახალგაზრდა ურუგვაელი მცველი ჰყავთ, რომელსაც მომავალში შანსი უნდა მისცენ.
მარცხენა მცველი: ჟუნიორ ფირპო
ჟორდი ალბა ნელ-ნელა ასაკში შედის. ის, მომდევნო წლებში, წარმოშობით დომენიკელმა ფლანგელმა უნდა ჩაანაცვლოს.
საყრდენი ნახევარმცველი: ფრენკი დე იონგი
მოვა დრო, როცა სერხიო ბუსკეტსს კარიერის დასრულება მოუწევს. ამის შემდეგ კატალონიელებმა ნიდერლანდელს ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ცენტრალური ნახევარმცველი: ედუარდო კამავინგა
მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსამ” 17 წლის ტალანტის შეძენა ყველას უნდა დაასწროს. მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ცენტრალური ნახევარმცველი: რიკი პუჩი/არტური
რიკი პუჩი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც სარეზერვო გუნდში ასპარეზობს. პუჩი და არტური ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებენ.
მარჯვენა გარემარბი: ტრინკაუ
“ბარსელონამ” აღნიშნული შემტევი 31 მილიონ ევროდ შეიძინა. ის გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ცენტრფორვარდი: ანსუ ფატი
ანსუ ფატი პირველ გუნდში 16 წლის ასაკში მოხვდა. მას ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, როგორც ლეო მესის შემთხვევაში მოხდა.
მარცხენა გარემარბი: ალექს კოლიადო
20 წლის ფეხბურთელს მომავალ ზაფხულს დააწინაურებენ. მან მომავალში ძირითადი შემადგენლობის წევრობისთვის საკმაო გამოცდილება მოაგროვა.
მთავარი მწვრთნელი: ჩავი ერნანდესი
“ბარსას” ლეგენდარული ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს აუცილებლად ჩაიბარებს. შესაძლოა, ეს 2025 წლამდე მოხდეს.

სემედუ ტოდიბო შკრინიარი კუკურელია
არტური დე იონგი აუარი
ტრინკაო ვერნერი ფატი/დემბელე
ემერსონი არა ლობჟანიძე
რაღაც არალამასიურად და არაკატალონიურად ხომ არ გამოიყურება გუნდი?!?!?!
ფლანგებზე მოსაყვანი არიან: მარცხნივ ანხელინო, მარჯვნივ პაბლო მაფეო….
22-23 წლისანი არიან, სწრაფები, ტექნიკურები და აგრესიულები…
უმთითი-ლანგლე 25-26 წლისანი არიან, ამათ დამატებული არაუხო (მაინც საკუთარი აზღრდილია) და მანამდე კიდევ 5 წელია, ლა მასიიდან წამოიწევს რომელიმე ნიჭიერი ცენტრ. მცველი, (ვაკვირდები ხორხე კუენკას და კიდევ 1-2)
დემბელე უკვე გაყიდეთ?! ნუ ცენტრში ფრენკი-არტური-პუჩი გასაგებია, ასევე ალექს კოლადო და სეიდუ კეიტას ვარიანტში სერხი რობერტო, რომელიც ცენტრშიც იქნება და მარჯვენა ფლანგზეც, საჭიროებისდა მიხედვით
2025 წლისათვის უკვე ის მომენტი დადგება, როდესაც მეფის გაცილების დრო მოვა და ეგაა ყველაზე გარდამტეხი მომენტი, ნუ ანსუ 9-იანზე მომწონს, კოლადოს გადაწევა 11-იანზეც ნორმალურია, სამაგიეროდ ყველა რგოლში 2-3 ვეტერანი, გამოცდილი და უნივერსალური თვისებების კაცი საჭირო იქნება
მომკალი და ძაან ცუდად იყურება ყველა ფეხბურთელი :DD
ტერ შტეგენი
ემერსონი-უმტიტი-ლენგლე-კუკურელია
არტური-დე იონგი-ალენია
ტრინკაო-ლაუტარო მარტინესი-ანსუ ფატი
პენია
მუსა ვაგე-ტოდიბო-არაუხო-გრიმალდო
ს.რობერტო-ო.ბუსკეტსი-მატეუშ ფერნანდესი-ილაიშ მორიბა (ვან დე ბეეკი იყიდონ ეგებ)
აბე-კოლიადო
Manamdis becrsac gavyidit da bevrsac viyidit..da bartomeu kide iqneba ..
შტეგო,სემედუ,ლენგლე,ტოდიბო, მარცხნივ ვინმეა მოსაყვანი, არტური,ფრენკი, პედრი, ტრინკაუ, ვინმე ცხრიანი და ფატი.
ვინც უეჭველი გვყავს იმათზეა ლაპარაკი ალბათ პროსტა ლანგლე ალბათ 30 წლის იქნება და კარგად დაღვინებულიც არ მგონია ამოვარდეს. იმედი მაქ ფირპოც აღარ იქნება. კოლიადოს მონავალი არ აქვს ბარსაში ჯერ ასე ჩანს. პედრი და მორიბაც სახსენებელია. ისე მაინც ძალიან სუსტი გუნდი ჩანს. რეალის სასტავი რო დავწეროთ გაცილებით ძლიერი იქნება მარა გავკარი მამენტ რეალს
ჩემი აზრით ასე უნფა განაწილდეს მეკარე: ტერ შტეგენი მარცხენა მცველი :კუკრელა/გრიმალდო ცენტრალური მცველები: ტოდიბო/ლენგლე მარჯვენა მცგელი: ადამა ტრაორე/ემერსონი ჩამშლელი ნახევარმცველი :დე იონგი ცენტრალური ნახევარმცველი: უსმან აუარი ცენტრალური ნახევარმცველი :საული / პუჩი მარცხენა გარემარბი: სანე ცენტრფორვარდი: ლაუტარო მარტინესი მარჯვენა გარემარბი: ფატი / ტრინკაუ მთავარი მწვრღნელი :ჩავი არისტენტი : ანრი პრეზიდენტი : ლაპორტა
1) პუიგის ადგილას ალენია (ხომ არ გაჟრიალებთ) მწერალო ტყუილებს ნუ წერ!
2) ფირპოს რა უნდა? კუკურელია ან გრიმალდო
3) უმტიტი და ლენგლე სად არიან? არაუხო არა იხვის ტოლმა ეგ ზამენის კაცი იქნება
4) სემედუ არა კვახი-ემერსონი ანდა მუსა ვაგე
5) მატეუშ ფერნანდესი სადაა? დიდი ალბათობით კამავინგას დავკარგავთ (აგვახევს რეალი)
6) ლაუტაროს რომ ვიყიდით სკამის კაცი უნდა იყოს?
რა კოლადო ან რა ფირპო. სემედუს მაგივრად ემერსონი.
ლაუტარო 22 წლისაა და აქ იქნება 27 ის და უკვე გუნდიდან გააგდეთ ტრინკაო ლაუტარო ფატი
საინტერესო იქნება ჩემი აზრით
სემედუს კოლიადოს ფირპოს და არაუხოს ძირითადში რაუნდათ😂😂😂
მთლად დალაგებული არ არის მაგალითად რა უნდა ფირპოსსს.