Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” ნეიმარის ხელახალ შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
კატალონიელები მზად იყვნენ ნეიმარში 130 მილიონი ევრო გადაეხადათ, დემბელე, რაკიტიჩი და მარკ კუკურელია კი პარიზულ კლუბში იჯარით გაეშვათ. პსჟ მზად იყო ეს წინადადება განეხილა, მაგრამ სამ ფეხბურთელთან მოლაპარაკება ვერ ესწრებოდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.
Sport-ის ცნობით “ბარსელონას” სატრანსფერო პრიორიტეტად კვლავ ნეიმარი რჩება. ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე (www.transfermarkt.com) ნეიმარის ღირებულება 160 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა პარიზული კლუბის რიგებში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.