კორონავირუსი ადამიანებს ბევრ შეზღუდვას უწესებს და გამონაკლისი არც კატალონიაა. მას შემდეგ, რაც ყველა სპორტული, კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიება გაუქმდა და არაერთი ობიექტი დაიხურა, კატალონიაში ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვაც დაწესდა.
კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კიმ ტორამ, ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ მთელი რეგიონი იკეტება. კატალონია საზღვრებს კეტავს როგორც ავია, ასევე საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლებისთვის.
ამჟამად, ესპანეთში, ევროპის მასშტაბით, კორონავირუსი ყველაზე აქტიურად ვრცელდება. ეს, უმეტესწილად, მადრიდის რეგიონს ეხება. სულ დაფიქსირებული 4364 შემთხვევიდან და 125 გარდაცვლილიდან 1888 შემთხვევა და 81 გარდაცვლილი სწორედ მადრიდის რეგიონზე მოდის. რაც შეეხება კატალონიას – 500 დაავადებული და 6 გარდაცვლილი.
კიმ ტორას განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვირუსის გავრცელებას დაასწროს და მოსახლეობა დაიცვას.
ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ აზარალა კორონავირუსმა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
კარგია თამაშების გადადება ჩვენთვის იქნებ მოასწროს სუამ უფრო ადრეც დაბრუნება
ეს დრო ხელს უწყობს ტრამვიანებს თორე ისე ცუდ დღეშია კლუბი რომ მეტი არ შეიძლება