33 წლის თურქი შემტევი ნახევარმცველი არდა თურანი, DHA-სთან საუბრის დროს აცხადებს, რომ თავს კვლავაც “ბარსელონას” ფეხბურთელად მიიჩნევს.
თურანს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ის “ბაშაქშეჰირში” იყო განათხოვრებული, მაგრამ მხარეებმა იჯარის ხელშეკრულება იანვარში გაწყვიტეს. “ბარსას” უფლება ჰქონდა თურქი ნახევარმცველის სამსახურით ესარგებლა, მაგრამ კატალონიელებმა ამაზე უარი თქვეს და თურანი ამ დრომდე უთამაშებელია.
“ამჟამად “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. სავარაუდოდ, კარიერას საზღვარგარეთ განვაგრძობ.” – განაცხადა თურანმა, რომელმაც სხვა თემებზეც ისაუბრა:
“ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული კარიერაში? როდესაც ლა ლიგა რონალდუს “რეალსა” და მესის “ბარსელონას” მოვუგე.
საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? მესის შესახებ არაფრის თქმა არაა საჭირო. ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. ასევე მოხიბლული ვარ ინიესტათი და “ატლეტიკოდან” კოკეთი.”
2014 ის ატლწტიკოში ერთ ერთო მთავარი ფიგურა იყო და ძაან მაგრადაც თამაშობდა.
ბარსაში გადმოსვლისას 6თვე რო თამაშის უფლება არ ქონდა მაგამ იქონია ალბათ ყველაზე დიდი გავლენა
რატო გვეტენება ეს
ამ გაჭირვებაში იქნებ კიც გამოგვდგომოდა 😀
ათამაშონ ეგება რამე ისწავლა სანამ წასული იყო 😀 ამას საერთოდ რაუნდა ბარსაში???
ეს იმის მერე მევასება ბუცი რო ესროლა მსაჯს😂😂
ტიპიური განგსტერია იმენა😂
იდიოტი სელჩუკი.
ოხ როგორ მევასები შე გათახსირებულო კაცო :დდდ