კატალონიის “ბარსელონამ” ზედიზედ მეორეჯერ მოახერხა ლა ლიგის ტიტულის დაუფლებას. მათ “კამპ–ნოუზე” აღნიშნეს მადრიდის დამარცხება და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში დგომისათვის. მინდა შემოგთავაზოთ ფეხბურთლების კომენტარები.
ჩავი
“ისინი ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მთელი სეზონი თქვენ გვედექით გვერდში და დიდ მადლობას გიხდით ამისათვის! მათ მხოლოდ ჩვენგან უნდა ისწავლონ როგორ უნდა შექმნა ღირსეული გუნდი! Visca el Barça y Visca Catalunya!
ინიესტა
“Bona nit(საღამო მშვიდობის). ეს ლა ლიგა თქვენ მოიგეთ! მართალია მე ვერ დავეხმარე ჩემს გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა თქვენი სახით “ბარსელონას” უდიდესი ძალა უმაგრებს ზურგს! შემდეგ წელს უფრო მეტს გპირდებით! Visca el Barça y Visca Catalunya!”
პედრო
” უდიდესი პასუხისმგებლობაა ითამაშო თქვენს წინაშე, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარხართ! ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს გამო! ¡Visca el Barça, Visca Catalunya y Visca Tenerife!”
მარკესი
” მადლობთ გვერდში დგომისთვის. ეს ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თავად პეპს და თქვენ!! ¡Visca el Barça, Visca Catalunya!”
მილიტო
” მე ბედნიერი ვარ, რადგან ვატარებ “ბარსელონას” მაისურს! ეს გუნდი ყოველთვის ფიქრობს გულშემატკივრების სიამოვნებაზე.თქვენ დაგვეხმარეთ იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდით. დიდი მადლობა ყველას! ¡Visca el Barça, Visca Catalunya!”
ბუსქეტსი
” თქვენს გარეშე ვერ მივაღწევდით ამას!უდიდესი წვლილი შეიტანეთ მადრიდის ორჯერ დამარცხებაში. ისიამოვნეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ! ¡Visca el Barça, Visca Catalunya!”
ჩიგრინსკი
” მადლობთ გვერდში დგომისათვის! გუნდს დიდად ვერ დავეხმარე, თუმცა შემდეგ სეზონში ყველაფერს გავაკეთებ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რაც ყველამ ერთად მოვიგეთ!”
ალვეში
“ეს იყო უმძიმესი სეზონი. თქვენ ეს გადაგვატანინეთ. გუნდის თითოეული წევრი კონცენტრირებული იყო წლევანდელ სეზონზე. მინდა ცეკვა შემოგთავაზოთ. შაკირამ მასწავლა ეს ცეკვა – waka waka’! ¡Visca el Barça, Visca Catalunya y Visca la ‘mare que ens va parir’!”
კეიტა
” თქვენ ეს დაიმსახურეთ! მადლობა გუნდის ყველა წევრს. თქვენს გარეშე ამას ვერ მივაღწევდით. ¡Visca el Barça y Visca Catalunya!
აბიდალი
“მე ბედნიერი ვარ, რადგან ვატარებ “ბარსას” მაისურს.მთელი სეზონი თქვენგან ვგრძნობდით სიყვარულს და ეს დაგვეხმარა მოგვეგო ეს ტიტული. ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
პუიოლი
“მთელი სეზონი ხორციელდებოდა ზეწოლა “იქიდან” (გულისხმობს მადრიდს. ავტ.). თქვენ დაგვეხმარეთ ყველა მატჩში. დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც ფეხბურთელებს ზურგს უმაგრებენ. ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
მესი
” არაფერ განსაკუთრებულს არ ვიტყვი, უბრალოდ დიდი მადლობა ყველას! ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
პიკე
“ჩვენ ყველას გვინდოდა ეს! ბევრს არ სურდა ეს თასი კატალონიაში აწეულიყო, თუმცა ისინი f***ked (არ ვიცი ეს როგორ გადმომეთარგმნა:).ავტ.) ¡Visca el Barça y Visca Catalunya! არ ვაპირებ ვიმღერო მადრიდელებზე სიმღერა, რადგანაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ყოველი გამარჯვების შემდეგ, კულეებმა უნდა იხტუნაონ, რადგან ისინი არ არიან მადრიდელები!”
ზლატანი
“მინდა მადლობა გადავუხადო პეპს, რომელიც მე ხშირად მეხმარებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ!”
ანრი
“99 ქულის მოგროვებაზე მთელი კარიერის მანძილზე არ მიფიქრია, თუმცა “ბარსასთვის” შეუძლებელი არაფერია. ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
ბოიანი
” მადლობა ჩემს ოჯახს,რომ “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა. უბედნიერესი ვარ! ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
პინტო
” ჩვენ გავაგრძელებთ ისტორიის შექმნას! ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
ტურე
“ეს იყო უმძიმესი სეზონი და მადლობა მხარში დგომისთვის. ყველა გუნდის ხელმძღვანელობას უნდა შურდეს, რადგან არ ყავთ ასეთი გულშემატკივარი. ¡Visca el Barça y Visca Catalunya!”
მაქსველი
“ამ გუნდმა ყველაფერი დაიმსახურა! მადლობთ! “
ხეფრენი
“მადლობ პეპ! ყველაფერი მისი დამსახურებაა!Visca el Barca, Visca Catalunya y Visca Tenerife!”