“ბარსელონა” ამ უიქ – ენდებზე 34 –ე ტურის მატჩს გამართავს “რეალ სოსიედადთან” ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონას” ფეხბურთელები “სან სებასტიანში” გასვლით მატჩს ითამაშებენ.
აღსანიშნავია 4 წლის წინანდელი მატჩი ამ ორ გუნდს შორის სან სებასტიანში. “ანოეტას” სტადიონზე “ბარსელონა” ლიდერის რანგში ჩავიდა 2006/07 სეზონში და თავისი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. კატალონიელებმა გასვლაზე 0:2 იმარჯვეს.
იმდროინდელ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ეტო’ო, რონალდინიო, ანდერსონ დე სოუზა “დეკუ”, ტიურამი, ჯოვანი ვან ბრონხოშტი, ედმილსონი, ვალდესი, ჩავი, ინიესტა, მესი. მატჩი “ბარსელონას” უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ კატალონიელთა გამარჯვებითაც დასრულდა.
ისტორია გვიჩვენებს, რომ “ანოეტას” სტადიონზე “ბარსელონას” ყოველთვის უჭირდა თამაში. ბასკები საკმაოდ მებრძოლნი არიან და წარსულში მათ “დიდებული კლუბის” წოდებაც ჰქონდათ მინიჭებული . სულ ამ ისტორიულ სტადიონზე 63 მატჩი ჩატარდა, 24 მათგანში “რეალ სოსიედადმა” იმარჯვა, 17 – ში “ბარსელონამ”, 22 კი ფრედ დასრულდა. 89 ბურთი “სოსიედადმა” გაიტანა, 4– ით მეტი ვიდრე “ბარსელონამ” – 85.