“ბარსელონას” ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, “ნაპოლისთან” მატჩში (1-1) მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას, რაიან გიგზს გაუთანაბრდა.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, ლეო მესის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ახლა უკვე 141 მატჩია და ის გიგზთან ერთად მე-5 ადგილს იყოფს. 32 წლის არგენტინელზე წინ მხოლოდ რაული (142 მატჩი), ჩავი (151), კრიშტიანუ რონალდუ (168) და იკერ კასილიასი (177) იმყოფებიან.
რეკორდსმენი უნდა გახდეს ლეო.
ამ სეზონშივე რაულსაც, რომ გადაასწრებს ეს ვიცი.
თავისუფლად გადაასწრებს ყველას