workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს კლუბის პირველი პირის სტატუსი უკვე მიმდინარე წელს დაიბრუნოს. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში გაირკვევა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან ჟოზეპ მარია ბართომეუ და დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ლაპორტა შეეცდება კლუბის პრეზიდენტობა დაიბრუნოს. Cadena SER-ის ცნობით, ლაპორტა პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ვიქტორ ფონტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ორივე მათგანს პრეზიდენტობის ამბიცია აქვს და მათი ხედვებიც ერთმანეთს ბოლომდე არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, ლაპორტა და ფონტი არჩევნებზე ერთი კანდიდატურით წარდგნენ.

დღეის მდგომარეობით, ივარაუდება, რომ თუ წელს არჩევნები გაიმართა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: ემილი რუსო (ამჟამინდელი ბორდის კანდიდატი), ვიქტორ ფონტი, ჟოან ლაპორტა.

ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდში ფრანკ რაიკარდის, რონალდინიოს, სამუელ ეტო’ოს, პეპ გვარდიოლას (მწვრთნელის) მიყვანა, გუნდის კრიზისიდან 2-ჯერ გამოყვანა და კლუბის ისტორიაში პირველი ტრებლის (2008/09) მოგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • katalomia
    schedule 24 თებ 2020, 08:30
    #9

    ციტატა: InFiNiTe8
    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს


    Kule irchevs prezidents. Yvela vinc kulea xmis mighebis ufleba aqvt.

  • InFiNiTe8
    schedule 24 თებ 2020, 08:23
    #8

    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს

  • katalomia
    schedule 24 თებ 2020, 02:40
    #7

    Ise Laportam da Fontimac ro erti meoris kbena daiwyon am kampaniisas fulis gulistvis modian gamodis, xo? Idea erti aqvt dae irchios xalxma.

  • M10 S9 D11
    schedule 24 თებ 2020, 00:40
    #6

    იმედია მოვა ლაპორტა პრეზიდენტან და გააბუნძულებენ ბართომეუს

  • me da barca
    schedule 24 თებ 2020, 00:11
    #5

    გადადგომას არ აპირებსო ეს ნაბ,,,ი

  • ფარნა
    schedule 23 თებ 2020, 22:10
    #4

    დაბრუნდი ლაპორტააა კლუბს აკლია შენი პრეზიდენტობაა გვარდიოლას დაბრუნება გვინდაააააა

  • Justin Kluivert
    schedule 23 თებ 2020, 21:35
    #3

    მივესალმები ლაპორტას <3 იმსახურებს ეს კაცი ბარსას პრეზიდენტობას,რაც ამას აქვს გაკეთებული გუნდისთვის <3

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 23 თებ 2020, 21:30
    #2

    ლაპორტააა👊👊👊👊დაბრუნდი და კიდევ ერთი მონსტრი შექმენი.

  • me da barca
    schedule 23 თებ 2020, 21:09
    #1

    მერე მოიშორეთ ეს ფაროსანა და მე შენ მოგცემ ხმას.😂