უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიელი თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი, კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.
ჯერ ცნობილი არ არის, რა ნომრით ითამაშებს ბრეითუეიტი “ბლაუგრანას” მაისურით, თუმცა “ლეგანესის” ექს-ფეხბურთელს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.
კატალონიური Sport-ის ვარაუდით, ის 19 ნომრიან მაისურს აირჩევს, რომელიც ბოლოს კარლეს ალენიას ეკუთვნოდა.
მას ასევე შეუძლია ითამაშოს 6, 7, 11 (რადგან უსმან დემბელე მოედანზე სეზონის ბოლომდე ვეღარ გავა), 12, 14, 16 ან 25 ნომრით.
ბრეითუეიტი “ლეგანესში” 25 და 7-ით თამაშობდა, კარიერის სხვადასხვა დროს კი 9 და 10 ნომრიანი მაისურებიც უტარებია.
6-ს და 11-ს შეეშვით დალშე რა ნომერიც გინდათ ის მიეცით
ალბა???
99 აიღოს😀
18 აიღოს