ბოლო 2 დღის განმავლობაში “ბარსელონას” გარშემო აგორებული სკანდალი უკვალოდ ვერ ჩაივლის.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა”, კლუბის ლეგენდებისა და ამჟამინდელი ლიდერების რეპუტაციის შელახვას სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობდა, რაშიც კომანია I3 Ventures-ს იყენებდა. გუშინვე კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ხსენებულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ თუ ეს კომპანია ანტიბარსელონურ ქმედებებში იქნებოდა შემჩნეული, მასთან კონტრაქტს გაწყვეტდა.
დღეს, შეიძლება ითქვას, რომ I3 Ventures-ის სოციალური ქსელების იმ ანგარიშებთან კავშირი დადასტურდა, რომლებიც “ბარსას” ლეგენდებისა და ვარსკვალვების “გაშავებით” იყვნენ დაკავებულნი.
ახლახანს კი, Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონამ” I3 Ventures-სთან თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტა.
კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს თავგასიებული აჩკარიკა ამას აკეთებდა. უბრალოდ გაჟონა ამან და ახლა თავის მართლების რეჟიმშია. იმედია შეეწირები ამ ამბავს შე გველაძუავ.
გადადექი ბართუ სასწრაფოდ და დანიშნე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მეგობრებო მხარი დაუჭიროთ ლაპორტას საპრეზიდენტო არჩევნებში ან კარგი იქნება კარლეს პუიოლმა იყაროს კენჭი ან პიკემ დაამთავროს კარიერა პრეზიდენტად აირჩიონ ნუ ისეცაა ანდორას პრეზიდენტი პიკე
საეჭვო ქამბექებზეც დაწერეთ რამე.
სულ ვიძახოდი და ვიძახი, რომ ბართო, პერესის აგენტია ბარსაში, გუნდის დასანგრევად ჩანერგილი მეთქი და აჰაა!