workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “არ მჯერა, რომ “უეფა” “ბარსას” დაეხმარა”

ვენგერი: “არ მჯერა, რომ “უეფა” “ბარსას” დაეხმარა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელს, არსენ ვენგერს, არ სჯერა, რომ “უეფა” გადაწყვეტილებებს კატალონიის “ბარსელონას” სასარგებლოდ იღებს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ფრანგმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ უყურადღებოდ არ დაეტოვებინა მადრიდის “რეალის” თავკაცის, ჟოზე მოურინიოს, სიტყვები, რომელმაც “უეფას” “ბარსელონას” დახმარება დააბრალა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე”. პორტუგალიელი ძალიან აკრიტიკებდა “უეფას” და პირდაპირ ბრალს დებდა, რომ არაფერს მოქმედებდნენ “ბარსელონას” წინააღმდეგ და შეიძლებოდა ეს “იუნისეფის” ან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვილიარის დამსახურებას ყოფილიყო. ჟოზემ ასევე გააკრიტიკა ვოლფგანგ შტარკი, რომელმაც პეპე გააძევა მოედნიდან და მოურინიომ დაამატა, რომ რეფერი ამით დაეხამარა “ბლაუგრანას”.

 

“მე ნამდვილად არ მჯერა იმის, რომ “უეფა” ფარულად ეხმარება “ბარსელონას”. რა თქმა უნდა, ამ სეზონში იყო რამდენიმე შეცდომა მსაჯებისა კატალონიელთა სასარგებლოდ, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს წინასწარ იყო შეთანხმებული”. დაასრულა არსენ ვენგერმა.

 

აღსანიშნავია, რომ არსენ ვენგერს ყველაფერში დაეთანხმა ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward