workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკანდალი “ბარსელონაში” – “ბართომეუ” ლეგენდებს, მესისა და პიკეს ებრძვის

სკანდალი “ბარსელონაში” – “ბართომეუ” ლეგენდებს, მესისა და პიკეს ებრძვის

“ბარსელონამ” სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ექაუნთს 1 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია დაეცვა.

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Cadena SER-მა გაავრცელა, შემდეგ კი რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ დაადასტურა.

დაქირავებულ სოციალური მედიის ანგარიშებს PR კომპანია, I3 Ventures მართავს. Ser Catalunya-ს ცნობით, ანგარიშთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს (საუბარია სოციალურ ქსელებზე Facebook და Twitter). Marca იტყობინება, რომ ეს რიცხვი 100-ის ფარგლებშია.

ეს ანგარიშები ბართომეუს ქების გარდა, ლაფს ასხამენ მის მოწინააღმდეგეთა რეპუტაციას. მაგალითად, საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიქტორ ფონტს და მის მხარდამჭერებს. ასევე, კლუბის ფეხბურთელებს ჟერარ პიკესა და ლიონელ მესის. “ბლაუგრანას” ლეგენდებს, ჩავი ერნანდესსა და პეპ გვარდიოლას, რომლებიც ფონტის მხარდამჭერებად ითვლებიან.

Ser Catalunya-ს ცნობით, კლუბთან ახლოს მყოფი პირები ადასტურებენ, რომ “ბარსელონამ” ნამდვილად გამოიყენა მსგავსი სერვისი, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ ინფორმაციაზე, რასაც ზემოთხსენებული ანგარიშები ავრცელებენ.

იხილეთ რამდენიმე მაგალითი:

შენი სახე, როდესაც “ბარსელონაში” მთავარ მწვრთნელად არ დაგნიშნეს.

ჟერარ პიკეს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ფეხბურთის ნაცვლად ჩოგბურთზე ფიქრობს.

ჟერარ პიკეს აკრიტიკებენ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

2008 წელს, ჟოან ლაპორტა ლიონელ მესის გაყიდვაზე ფიქრობდა.

ბართომეუ გამოიყვანეს, როგორც გმირი, რომელმაც მესის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. არგენტინელი კი ყოყმანობს.

აკრიტიკებენ ლაპორტას.

აკრიტიკებენ ვიქტორ ფონტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • El PreSidenTe
    schedule 17 თებ 2020, 23:19
    #10

    ციტატა: M10 S9 D11
    სისულელეა და მეტი არაფერი ესეთი რამე რო ჩაეფიქრა ბართომეუს ვიღაც ორ ღობის გაზითი ვერ გაიგებდა ტყუილად ჩორტაობენ


    მარკა და სერ კატალონია ორღობის გაზეთია?

  • Barca1980
    schedule 17 თებ 2020, 22:01
    #9

    სულ მქონდა ეჭვი რომ საქართველო და ბარსელონა ერთი ხელით იმართება , ერთნაირი ხელწერით . შე მზეთამზეო , მალე მოვა ის დრო , პანჩურით რომ გაგაგდებენ ბარსელონადან , მერე გაეკიდე შენ საყვარელ ვალიკოს ავსტრალიაში .

  • Don_Andresito
    schedule 17 თებ 2020, 21:48
    #8

    ციტატა: me da barca
    ოცნებამ გასწავლა შე ნაგავო.


    ოცნებამ? ალბათ მაგარი ნაცი ხარ თორე ეს მეთოდი სად იიყო ბიძინა რო ჯერ მიშა იყენებდა. თან ძალიან მკაფიოდ გარდა იმისა რო თავისი ტელევიზია ყავდა. ამ მეთოდს იყენებდა ბუში, ობამა, ტრამპი, ყველა ევროპულ თუ არაევროპულ ქვეყანაში არსებობს ეს ბოტების და ტროლების ფაბრიკა და საქართველოში ახლა გაიგეს ვითომ. აბსოლიტურად ყველა იყენებს, ასეა გუნდებშიც და ქვეყნებშიც

  • გიგა 8
    schedule 17 თებ 2020, 21:34
    #7

    ყველაზე მეტად ბართოყ*ეუს გარდა არავინ მძულს მაგან გააფუჭა ბარსელონა ფუუფ 😬 😬

  • getsby
    schedule 17 თებ 2020, 21:02
    #6

    როდის მე ვამბობდი მარა ყველაზე მეტად ის მიკვირს ფეხბურთელები როგორ არ იღებენ ხმას/

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 თებ 2020, 19:44
    #5

    ეს კონკრეტული დავალებით მოათრიეს გუნდში – გაენიავებინა მესის ოქროს წლები. მაგის დედაც და მაგის მომთრევისაც, ეგ და ფრანკო მეორე უნდა გადააბა და ერთად მიაცენზურო!

  • me da barca
    schedule 17 თებ 2020, 19:38
    #4

    ოცნებამ გასწავლა შე ნაგავო.

  • marco reus 11
    schedule 17 თებ 2020, 19:34
    #3

    თუვინმე კულეა ყველა *უიზე რო უშვებს კი ვხედავთ და :დდ ტიპი როდის მოგვცილდება :დდ

  • M10 S9 D11
    schedule 17 თებ 2020, 19:21
    #2

    სისულელეა და მეტი არაფერი ესეთი რამე რო ჩაეფიქრა ბართომეუს ვიღაც ორ ღობის გაზითი ვერ გაიგებდა ტყუილად ჩორტაობენ

  • duggu
    schedule 17 თებ 2020, 19:17
    #1

    ბინძური კაცია ბართომეუ ამის გამზრდელს შეახტა მამადუ საკო დოინჯით