workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
el un día especial de un catalán (ნაწილი მეოთხე)

el un día especial de un catalán (ნაწილი მეოთხე)

puto moudrid! puto moudrid! puto moudrid! puto moudrid! puto moudrid! Visca el Barca y Visca Catalunya!!!

მოურინიო? პორტუგალიელი გენია? ნამდვილი პროფესიონალი? ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი? სირცხვილი თქვენს თავს. “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ ჩაახშო ყველანაირი მითქმა–მოთქმა იმის შესახებ, ვითომ “მოუდრიდმა” დაიბრუნა ყოფილი დიდება. “ბერნაბეუზე” შეკრებილმა 8 ათასამდე გულშემატკივარმა ვიხილეთ ის, რისთვისაც ჩავედით დედაქალაქში.

მატჩი დაიწყო თუ არა, მივხვდი როგორ წარიმართებოდა. “ტაქტიკოსი” ჟოზე საკუთარ კედლებშიც კი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ეს სირცხვილია! ასევე სირცხვილია ის, როდესაც გუნდში გყავს რიკარდო კაკა და გიზის სათადარიგოთა სკამზე მაშინ, როცა პეპე ძირითად შემადგელობაშია. “ბარსელონა”  უბრალოდ შეუდარებელი იყო. ეს არის ნამდვილი კლასი, ნამდვილი ფეხბურთი. ამას ქვია სილამაზე. “რეალელები” აშკარად უხეშობდნენ. პრინციპში არცაა გასაკვირი: ეს ხომ მათი უმთავრესი დავალება იყო! პეპემ უკვე უკიდურესობამდე მიიყვანა ყველაფერი და სცადა ალვესისთვის ფეხი მოეტეხა…იმედები გაუცრუვდა, მოედანი წითელი ბარათით დატოვა და თანამემამულე მწვრთნელიც თან გაიყოლა. ამ დროს კატალონიელებმა უფრო მეტი თავისუფლება იგრძნეს და საბოლოო ჯამში ეს ანგარიშზეც აისახა. აფელაიმ ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა, ჩაუწოდა რა შესანიშნავად მესის და ამ უკანასკნელმაც მადრიდელთა კარის დარაჯს, იკერ კასილიასს ბურთი ეფექტურად, ფეხებშუა გაუტარა. შემდეგ კი ყველა ნამდვილი კულეს საყვარელმა ფეხბურთელმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. მან სულ თავისუფლად გაარღვია “თეთრების” დაცვა და მსოფლიოს ჩემპიონი გოლკიპერი კვლავ ხახამშრალი დატოვა. ამას იქით მარტო ჩვენი სიმღერის ხმა ისმოდა, რასაც ტელევიზორთან მიმსხდარი საზოგადოება იოლად გაიგებდით, რადგან მადრიდისტებს ენა მუცელში ჰქონდათ ჩავარდნილი…კატალონიელები კი ვმღეროდით…ზეიმი მოედნის გარეთ, დედაქალაქის ქუჩებშიც გავაგრძელეთ და “მერენგეები” ნაღვლიანი თვალებით გვიცქერდნენ–ალბათ ფიქრობდნენ: “ჯანდაბას, მოეგოთ ის კოპა დელ რეი თერთმეტმეტრიანების სერიაში, ოღონდ აქ ეს სირცხვილი არ გვეჭამა”. სხვათა შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ “სამეფო გუნდის” ზოგი ქომაგი მოურინიოს მისამართით ასეთ ფრაზებს ისროდა: “ეს არის სამეფო გუნდი? სად არის ჩემი საყვარელი, ყველაზე დიდებული გუნდი, რომელიც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა? მოხვედი და აურიე ყველაფერი. მინდა, ძველი “გალაქტიკო” მინდა…მენატრება…”რეალს” შეიძლება წაეგო მატჩი, მაგრამ დაცვით ფეხბურთს არასოდეს თამაშობდა. ეს რა არის, სად აქვს პერესს თვალები?” –დამეთანხმებით ამაში სიმართლე დევს.

პინტო? ეს კაცი ნამდვილი ლეგენდაა! მნიშვნელობა არ აქვს თამაშობს თუ არა, მაინც ყოველთვის გვერდში უდგას თანაგუნდელებს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ეხმარება. მან პირველი ტაიმის მიწურულს გამოავლინა თავისი სულისკვეთება. ძალიან დამენანა, როდესაც გააგდეს სათადარიგოთა სკამიდან.

ახლა კი კიდევ ერთი სპექტაკლისთვის ვემზადებით. “რეალი” კატალონიაში ჩამოვა. ჯოჯოხეთი? ეს არაფერია იმ ატმოსფეროსთან, რომელიც “ნოუ–კამპზე” სუფევს მათი სტუმრობისას. ეს 0:2 მარცხი მოურინიოს სანატრელი გაუხდება! ძალიან მაინტერესებს შემდეგ რითი გაიმართლებს თავს? ალბათ იტყვის ჩვენი კარი 20 სანტიმეტრით გრძელი და 5 სანტიმეტრით მაღალი იყო ვიდრე იმათიო. ეს ყველაფერი ყველას ყელში აქვს ამოსული. არ მესმის როგორ ემხრობიან ასეთ მწვრთნელს ზოგიერთი ფეხბურთის გულშემატკივარი? როგორ თვლიან მას საუკეთესოდ? უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! 

გაგრძელება იქნება “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში