გუშინდელი მატჩის შემდეგ მადრიდში აქტიურად ალაპარაკდნენ მსაჯის შეცდომებზე, რომელთა წყალობითაც არა “რეალმა”, არამედ “ბარსელონამ” გაიმარჯვა და უდიდესი ნაბიჯი გადადგა “უემბლიზე” გასამართი ფინალისკენ. მაგრამ რა ვუყოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ამ მხრივ არც ჟოზე მოურინიოს წყალობს? მერკი, კოლინა, მეხუტო, ლანოი, ბენკურენსა – ეს იმ მსაჯთა ჩამონათვალია, რომელთა შეცდომების წყალობითაც პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად იქცა. მაგრამ ბედი ყოველთვის არ გაგიღიმებს და გუშინდელი მატჩი ამის ნათელი დადასტურებაა. მიუხედავად ამისა, მოურინიომ გუშინდელი წაგება ჯერ “იუნისეფს”, ხოლო შემდეგ “უეფას” დააბრალა. ამის შემდეგ პორტუგალიელი უშუალოდ მის კოლეგას, პეპ გვარდიოლას გადასწვდა და განაცხადა: “გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო “ჩელსისთან” სკნდალური მატჩის შემდეგ. ეს რომ ჩემს გუნდს გადახდოდა თავს, ნამდვილად შემრცხვებოდა. ჩემმა გუნდებმა ნამდვილი შრომის, ჟინისა და სურვილის წყალობით გააკეთეს ეს.”
მაგრამ მოურნიომ ძალზედ ზედაპირულად ისაუბრა თავის მიღწევებზე. საკმარისია ცოტათი დავწვრილმანდეთ და მაშინვე მივხვდებით, რომ ყველაფერი ასე ადვილად და სამართლიანად არ მომხდარა.
შარშან მოურინიოს “ინტერმა” ლონდონის “ჩელსი” გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მსაჯმა, მეხუტო გონსალესმა შეიტანა. მოდით ვნახოთ თუ როგორ მაოხერხა “ინტერმა” “ჩელსის” შეჩერება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=v6zrF3y4djc]
გათამაშების ნახევარფინალში,სადაც მოურინიოს შეგირდები რუსებს ხვდებოდნენ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი მაყურებლის სკამზე გაატარა. ამ ეტაპზე შეიძება ითქვას, რომ მსაჯს უხეში შეცდომები არ დაუშვია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მან მოსკოველები უმცირესობაში დატოვა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=c32XPA5D_gw]
“ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიოს არ უხსენებია მისი მეგობარი, ბენკუერენსა ოლეგარიო, რომელმაც იტალიელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მსაჯმა ვერ დაინახა თუ როგორ ჩაარტყეს მესის ფეხებში და თამაში გააგრძელა, რის შედეგადაც იტალიელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და გოლიც გაიტანეს. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც დიეგო მილიტო ორჯერ მოხვდა თამაშგარე მდგოამრეობაში, მაგრამ მსაჯმა არც ამ შემთხვევაში ისურვა თამაშის შეჩერება. შეიძლება გვეფიქრა, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა, რომ არა ალვეშის ეპიზოდი, როდესაც იგი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ წესების სრული დარღვევით იქნა შეჩერებული სნეიდერის მეირ. სასტვენის ხმა არც ამ შემთხვევაში არ გაისმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=7KtHjSn0zQw]
გუშინდელი შეხვედრის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა მოურინიო ჩემპიონთა ლიგის პირველი თასის მოგებისას, როდესაც “პორტუ” ნახევარფინალში “დეპორტივოს” ხვდებოდა. ამ დაპირისპირებაში ესპანელებმა ორივე მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. პორტუგალიაში გერმანელმა მარკუს მერკმა ანდრადეს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. განმეორებით შეხვედრაში კი იტალიელმა პიერლუიჯი კოლინამ მოურინიოს გუნდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა და “დეპორტივოელები” კვლავ უმცირესობაში დატოვა. ამ ვითარებაში პორტუგალიელებს არ გასჭირვებიათ ფინალში გასვლა.
ამის შემდეგ ბევრს გაუჩნდება კითხვა: რატომ, ჟოზე?