“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი არიედო ბრაიდა ლიონელ მესიზე და კატლაონიური კლუბიდან მის შესაძლო წასვლაზე საუბრობს.
“პირადად მე არ მგონია, რომ მესი “ბარსადან” წავა. ის ამ კლუბში თავს კარგად გრძნობს. მესი, თავის ოჯახთან ერთად, ყოველთვის აქ ცხოვრობდა. მისი აქედან წასვლის წარმოდგენა ძალიან ძნელია.
“ბარსელონა” მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ის წმინდა ტოტემია, რომლის შეხებაც არ შეიძლება. ის აქ უყვართ და ამას მიზეზი აქვს.
კვირას, “ბარსელონამ” გასვლითი თამაში მესის 3 შესანიშნავი საგოლე გადაცემით მოიგო. მის გარეშე, “ბარსა” სხვა გუნდია და დანარჩენ ნორმალურ გუნდებს ჰგავს.” – ციტირებს არიედო ბრაიდას სიტყვებს Rai Radio.
არსად არ წავა მესი
თქვენ როდის მოშორდებით გუნდს? დააქციეთ და არც გინდათ წასვლა.