მიმდინარე სეზონი “ბარსელონასთვის” საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ მამაკაცების გუნდზე ითქმის. ქალების გუნდს კი, ალბათ, ისტორიაში საუკეთესო სეზონი აქვს.
“ბარსელონა” ესპანეთის ქალთა ჩემპიონატს დამაჯერებლად, 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. კატალონიელებმა 18 თამაშიდან 16 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” კი 6-1 გაანადგურეს. რაც შეეხება მე-2 მადრიდული კლუბის, “რეალის” ქალთა გუნდს – “ბარსამ” პირველ წრეში 9-1, ხოლო მეორეში 6-0 იმარჯვა.
ახლახანს, ესპანეთის სუპერ თასის ისტორიული, პირველი გათამაშების ფინალში, “ბარსელონა” ქვეყნის თასის გამარჯვებულს, “სოსიედადს” შეხვდა. “ბლაუგრანამ” მეტოქე 10-1 გაანადგურა.
აშკარაა, რომ გუნდს, ესპანეთის მასშტაბით, კონკურენტი არ ჰყავს.
რა არის “ბარსას” ქალთა გუნდის წარმატების საიდუმლო? ასეთად შეგვიძლია აქცენტის ესპანელ ფეხბურთელებზე გაკეთება მივიჩნიოთ. გუნდში მყოფი 25 მოთამაშიდან მხოლოდ შვიდია ლეგიონერი და მათგან ვერცერთზე ვიტყვით, რომ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელია. შვიდივე ეს მოთამაშე, საკუთარ ნაკრებში, წამყვან როლს ასრულებს. მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევია 25 წლის ნიგერიელი აზიზატ ოშოალა (აფრიკის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი) და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, 27 წლის ჰოლანდიელი, ლიკე მარტენსი.
მაგალითისთვის, ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ატლეტიკოს” 3-2 და ფინალში “სოსიედადის” 10-1 დამარცხებაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა ლეგიონერმა მიიღო (კაროლინ გრეჰემ ჰანსენი, ლიკე მარტენსი და აზიზატ ოშოალა).
და რა სიტუაციაა ამ მხრივ “ბარსელონას” მამაკაცთან გუნდში? 18 ფეხბურთელიდან მხოლოდ ხუთია!!! ესპანელი. სხვაობა უფრო თვალსაჩინო რომ იყოს – მამაკაცთა გუნდში მხოლოდ 27% არის ესპანელი, ქალთა გუნდში კი – 72%.
ალბათ გახსოვთ, რომ “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდში, 2008-2012 წლებში, გუნდის წამყვან ძალას ესპანელი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ.
არც ნერვები მომეშლება
ორმაგ სიამოვნებასაც მივიღებ
იცის ვინმემ სად შეიძლება ქალების ყურება?
მეც მინდა, მაგრამ როგორც თითქმის ყველა სპორტში, ქალების თამაშებს არ უშვებენ, რატომ არ ვიცი. ის რომ საქართველოს ქალთა ნაკლები სასწაული ანგარიშებით აგებს არაა იმის მიზეზი არ გაუშვან ესპანეთის ჩემპიონატის თამაშები.
https://www.facebook.com/FCBfemeni/ აქ უშვებენ ლაივებს ,შეგიძლია თვალი მიადევნო, ასევე არსებობს სხვადასხვა გუნდის ფბ გვერდებიც ,
ვფიქრობ წარმატების საიდუმლო შრომა და სურვილია
არც ნერვები მომეშლება
ორმაგ სიამოვნებასაც მივიღებ
იცის ვინმემ სად შეიძლება ქალების ყურება?
მეც მინდა, მაგრამ როგორც თითქმის ყველა სპორტში, ქალების თამაშებს არ უშვებენ, რატომ არ ვიცი. ის რომ საქართველოს ქალთა ნაკლები სასწაული ანგარიშებით აგებს არაა იმის მიზეზი არ გაუშვან ესპანეთის ჩემპიონატის თამაშები.
ვსო ქალების ყურება უნდა დავიწყო
არც ნერვები მომეშლება
ორმაგ სიამოვნებასაც მივიღებ
იცის ვინმემ სად შეიძლება ქალების ყურება?
ლამასიელებმა მოგვიტანეს წარმატება.