“ბეტისის” დამარცხების შემდეგ, “ბარსელონას” დირექტორმა, გილერმო ამორმა პრესასთან კომენტარში აღნიშნა, რომ კლუბი გაძლიერდა და წინ მიიწევს.
“ბილბაოსთან” ჩატარებული სანახაობა გავიმეორეთ. ჩვენ წინ მივიწევთ და ვაჩვენეთ, რომ გამრჯვებული გუნდი ვართ. ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ყველაფრისთვის იბრძოლებს. ბევრი მომენტი შევქმენით.”
ვფიქრობ, დაცვაშიც შესანიშნავად გამოვიყურებოდით. ლანგლემ და უმტიტიმ თავიანთი საქმე კარგად გააკეთეს.”
ამორმა კომენტარი თავდამსხმელის შეძენაზეც გააკეთა. უსმან დემბელეს ტრავმის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, “ბარსელონას” შიდა ტრანსფერის გაკეთების უფლება მისცეს.
“არ შეგვიძლია კონკრეტული ფეხბურთელები დავასახელოთ. სხვა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს. ახლა კი უნდა დავიცადოთ, გავარკვიოთ დემბელეს სიტუაცია და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ. თუ იქნება კარგი ტრანსფერის შესაძლებლობა, ვნახავთ, რა შეგვეძლება.” – ციტირებს ამორის სიტყვებს Marca.
კეეე ბეტისთან გაგივარდათ და მაგარი ძლიერები ხართ😂😂😂😂😂
ნამდვილად, ყველაზე ძლიერები ვართ 2017 წლის შემდეგ.
გილერმოო, რახან ბეტისს მოვუგეთ ძლიერები ვართ? ეს ფრაზა "ძლიერები ვართ" უნდა თქვას ისეთმა გუნდებმა, როგორებიცაა (რასინგი, ლუგო, ალბასეტემ , მალაგამ, ოვიედომ და რავი) ლა ლიგა 2-ში. რომელსაც გაუსწორდებოდათ ბეტისთან გამარჯვება.
ლიგა უნდა მოვიგოთ ძმა:))))
კაი რა ძლივს მოვუგეთ ამათ და ჯერ ადრეა ეს ყველაფერი ამ წუთებში ჩვენ არ გვქვია ძლიერები უბრალოდ კაი და არასტაბილური გუნდი ვართ
Visca barca
კიდევ უფრო უნდა მოუმატოს გუნდმა ეს ჯერ არაფერია მართალია ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს მარა უნდა ვითამაშოთ ბოლომდე და მაქზიმუმი დავდოთ რაც ეხლანდელ შემადგენლობას ჯერ არ უნახებია ასე რომ ლიგაზე გამოჩნდება გავძლიერდით თუ არა
ბოლო პერიოდში არ უმართლებს ბარსას. ატლეტიკოსთან და ბილბაოსთან უნდა მოგვეგო, 3 პენალტიც არ დაუდეს და ეს მაშინ როდესაც ვიდეორეფერი არსებობს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ნაზღაურდება, შავ ზოლს თეთრი ზოლი მოსდევს. ასე მგონია რომ სეზონის ბოლოსკენ თეთრ ზოლზე დაჯდება ბარსა და ფორტუნა მისკენ იქნება!
Dacvashi shesanishnavad gamoviyurebodito aman sxva tamashi uyura