ხოკინ აპერიბაი: არ ვიცი, დარეკავს თუ არა “ბარსელონა” ვილიან ჟოზესთვის

ხოკინ აპერიბაი: არ ვიცი, დარეკავს თუ არა “ბარსელონა” ვილიან ჟოზესთვის

“ბარსელონა” ლუის სუარესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, კატალონიელებს შემტევის შეძენა ესპანეთში შეუძლიათ. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად “რეალ სოსიედადის” ფორვარდი ვილიან ჟოზე მიიჩნევა. ბასკური კლუბის პრეზიდენტმა, ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა, რომ “ბლაუგრანადან” ზარს ელიან.

“ჩვენ არავისთან გვქონია მოლაპარაკება და არ ვიცი, რა მოხდება. მე წავიკითხე ამის შესახებ, მაგრამ რადგანაც სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ბევრს ვერ ვისაუბრებ. ვილიან ჟოზე ის ფეხბურთელია, რომელმაც სხვადასხვა კლუბის ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “ბარსელონა” ფორვარდს ეძებს.”

“არ ვიცი, დაგვირეკავენ თუ არა “ბარსელონადან”, მაგრამ მათ ჯერ ეს არ გაუკეთებიათ. ვილიან ჟოზე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და წასვლის შემთხვევაში ძალიან დაგვაკლდება. ჩვენ ბევრი მატჩი დაგვრჩა და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.” – ციტირებს “სოსიედადის” პრეზიდენტის სიტყვებს Marca.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    08 თებ 2020, 19:25

    "ვილიან ჟოზე ის ფეხბურთელია, რომელმაც სხვადასხვა კლუბის ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ბარსელონა" ფორვარდს ეძებს."
    ეხლა გახდება ესეც მეორე მბაპე, რა. ოღონდ ყური მოჰკრან ბარსას უნდაო და უცებ წევენ სასწაულ ფასებს. ნეიმარი რო წავიდა დემბელეს და კოუტინიოსაც რონალდუზე მეტი ფასები დაადეს. ყველა გუნდი ვიღაცეებს ყიდულობს ზოგი 20, ზოგი 30 მილიონად, ზოგს ვაბშე უფასოდ იმატებენ და ჩვენ რო დაგვჭირდება უცებ ხდებიამ ვარსკვლავები. და ეს აბიდალი იმის მაგივრად რო ცოტა გაინძრეს მესის აკრიტიკებს ეს არა კაცი.

  • M10 S9 D11
    08 თებ 2020, 19:20

    ციტატა: FloweN
    თუ მხოლოდ ესპანეთიდან შეგვიძლია ფეხბურთელის ყიდვა, ან იჯარით უნდა აიყვანონ ვინმე, ისიც სკამისთვის, ან საერთოდ არავინ დაიმატონ და აკადემიის ფეხბურთელებს მისცენ შანსი. არ ღირს დაბალი დონის ფეხბურთელებისთვის დიდი თანხის ხარჯვა, მითუმეტეს ამ დროს, გუნდი დასალაგებელია და იმედია ზაფხულისთვის შეინახავენ თანხას.


    ინიაკი უილიამსი მოიყვანონ იჯარით ძალიან მაგრდა დაგვეხმარება ლა ლიგაში

  • FloweN
    08 თებ 2020, 18:48

    თუ მხოლოდ ესპანეთიდან შეგვიძლია ფეხბურთელის ყიდვა, ან იჯარით უნდა აიყვანონ ვინმე, ისიც სკამისთვის, ან საერთოდ არავინ დაიმატონ და აკადემიის ფეხბურთელებს მისცენ შანსი. არ ღირს დაბალი დონის ფეხბურთელებისთვის დიდი თანხის ხარჯვა, მითუმეტეს ამ დროს, გუნდი დასალაგებელია და იმედია ზაფხულისთვის შეინახავენ თანხას.

  • M10 S9 D11
    08 თებ 2020, 18:35

    იმედია არ დარეკავენ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    08 თებ 2020, 18:21

    კარგად შეინახეთ,ჩვენ არ გვჭირდება.