workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ვალენსიას” პრეზიდენტი: როდრიგოს გაშვებას დავთანხმდებოდით, მაგრამ “ბარსელონამ” გადახდის გარანტია ვერ მოგვცა

“ვალენსიას” პრეზიდენტი: როდრიგოს გაშვებას დავთანხმდებოდით, მაგრამ “ბარსელონამ” გადახდის გარანტია ვერ მოგვცა

როდრიგო მორენო სამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ კატალონიელებმა “ვალენსიას” მოხიბლვა ვერ შეძლეს. კლუბის პრეზიდენტმა, ანილ მერთიმ, Batzine-სთან ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა. 

“ვალენსიამ” ვერ მიიღო შეთავაზება, რომელიც ამ ფეხბურთელის დონეს შეესაბამებოდა. 

ყველამ იცის, რას ვითხოვდით ჩვენ. თუ ნაღდი ფულის სახით ამის გაკეთება შეგიძლია, ყველაფერი გამოვა, თუ არა – ვერ შევთანხმდებით. “ბარსელონამ” გადახდის გარანტია ვერ მოგვცა. 

ასე რომ არ ყოფილიყო, დავთანხმდებოდით, რადგან ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებელია იმისთვის, რომ სხვები იყიდო. 

ჩვენ არ მოგვწონს შეთავაზებები, რომლის ძირითადი ნაწილი ფული არაა, რადგან ეს თავად ფეხბურთელზეც ცუდ გავლენას ახდენს”. – განაცხადა სინგაპურელმა ყოფილმა დიპლომატმა. 

იმის გამო, რომ “ვალენსია” როდრიგოს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა და აგენტმა გადაწყვიტეს, საქმეში სხვა მოთამაშე ჩაერთოთ. “ღამურების” დასაინტერესებლად, ისინი შედარებით იაფი ფეხბურთელის ყიდვას და გაცვლის სახით განათხოვრებასაც კი აპირებდნენ. 

დიდი ალბათობით, “ბარსა” როდრიგოს ზაფხულში აღარ მიუბრუნდება, რადგან ჟოზეპ ბართომეუს პრიორიტეტი ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე მუშაობაა.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • B A R C A
    schedule 06 თებ 2020, 22:54
    #6

    იყიდიან თუ არა ნეიმარს ან მარტინესს ეგეც საკითხავია! ან იყიდიან, მაგრამ უღირალს გადაიხდიან!🙂

  • me da barca
    schedule 06 თებ 2020, 22:52
    #5

    იფიქრეს ჩვენ ნაგავს კარგ ფასად შევტენით ბარსასო, მაგრამ მიიღეს აბრიქინებული.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 თებ 2020, 22:26
    #4

    მადლობა,რომ არ გამოუშვი.

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2020, 22:23
    #3

    დაიტოვეთ კაცო არაფერში არ. გვჭირდება

  • ferreira10
    schedule 06 თებ 2020, 22:22
    #2

    ჩინელი ნოიერი . მესი არარის ლიდერი და კაპიტნი, გასაშვებია და ასე შემდეგ რას ეწევით ბიჯოოო)))))))))))))))))

    ეს რეები წავიკითხე სად ასრის მეხი და ჭექა ქუხილი. ამ გლობალურ დათბობას რა ვიათხარი მე.

  • აბრაგი
    schedule 06 თებ 2020, 22:13
    #1

    კიდევ კარგი))