workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Equipe: ბექჰემი გრიზმანს ამერიკაში იწვევს

L’Equipe: ბექჰემი გრიზმანს ამერიკაში იწვევს

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “ინტერ მაიამის” მესაკუთრე დევიდ ბექჰემი “ბარსელონას” ფრანგ ვარსკვლავს, ანტუან გრიზმანს MLS-ში იწვევს. ამ ინფორმაციას, ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ზე დაყრდნობით, Mundo Deportivo ავრცელებს.

ფრანგული წყაროს ცნობით, ბექჰემმა იცის, რომ გრიზმანს ძალიან უყვარს NBA და ისიც, რომ 28 წლის ფეხბურთელი შვებულებას ხშირად სწორედ მაიამიში ატარებს.

L’Equipe-ს მკიცებით, ინგლისელი ლეგენდა შეეცდება გრიზმანი ამერიკაში გადასვლაში დაარწმუნოს და აპირებს მას მაცდური პირობები შესთავაზოს.

ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში” სადებიუტო სეზონს ატარებს. მას კატალონიელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 800 მილიონი ევროა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 02 თებ 2020, 22:39
    #6

    მერე მივყიდოთ, მეოთხედი მოგვცენ რაც გამოსასყიდია აქვს. ნეიმარს ვიყიდით სამაგიეროდ.

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2020, 19:57
    #5

    ამან ხო გაახურა საქმე ყველას როგორ იწვევს

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 02 თებ 2020, 17:02
    #4

    მეცოდება გრიზიი ის არაა რაც უნდა იყოს გახსნა ჭირდება!!

  • Andres_Iniesta
    schedule 02 თებ 2020, 16:04
    #3

    ცოდოა გრიზმანს რო საკლუბო ჯილდო ვაფშე არ აქვს და პედროს რო ყველაფერი აქ მოგებული.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 02 თებ 2020, 15:34
    #2

    5 წელი ბარსაში ითამაშოს და მერე წავიდეს ამერიკაში.

  • Bobi
    schedule 02 თებ 2020, 15:08
    #1

    რა დროს ამის ამერიკაა, ჯერ მინიმუმ ლიგა უნდა მოასწროს ბარსაში sunglasses