“ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელი აბელ რუისი კარიერას პორტუგალიურ “ბრაგაში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას კატალონიური სპორტული გამოცემები, Sport და Mundo Deportivo ავრცელებენ.
Sport-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ბრაგაში დღეს გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იმავე წყაროს ცნობით, რუისი “ბრაგაში”, თავიდან, იჯარით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი, პორტუგალიელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. გამოცემის ინფორმაციით, აბელ რუისი “ბრაგასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
Mundo Deportivo კი გამოსასყიდ თანხას ასახელებს – ზაფხულში, “ბარსელონა” “ბრაგასგან” 10 მილიონ ევროს მიიღებს.
აბელ რუისი “ბარსელონა ბ”-ში 2017 წლიდან გამოდის. კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მან 68 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონის წინ, ერნესტო ვალვერდემ ის ამხანაგურ მატჩებში ათამაშა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ მას შემდეგ მას პირველ გუნდში აღარ უთამაშია. თავად ფეხბურთელმა ამის გამო უკმაყოფილება გამოხატა, “ბარსა ბ”-ს დამრიგებელმა, გარსია პიმიენტამ კი განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ რუისი ახალ გუნდს მოძებნის.
ცოტა დრო რო მიეცათ კარგი იქნებოდა, მარა სტატისტიკის შემხედვარე ნაღდად არ დამწყდა დიდად გული 😂😂
ეს რა უფანტაზიო ფეხბურთელი იყო.ან აქამდე როგორ გააჩერეს.ბრაგაზე უკეთესი ვინ იყიდიდა.ისე ფინამოს გამოადგებოდა
ეს გასაშვები იყო საერთოდ არაფერში არ ვარგია
არაფერში გვადგება და აბა რააზრი აქვს ამის აქ დებას?
68 თამაშში 9 გოლი რო გექენბა ფორვარდს გატანილი თან უსუსტეს დივიზინში იქ ყველაფერია ნათქვამი
ამას უშვებენ, პერესის გაყიდვასაც აპირებენ, ალბათ ფატისაც გაუშვებენ და პუჩსაც.. საერთოდ ყველა ახალგაზრდას.. ბოდიში და ბარსელონა გუნდი კი არა ნეხვი გახდა 🙂
საზიზღრობაა, 1% იც კი აღარაა შემორჩენილო ძველი ბარსასგან. არც ღირებულებები პრინციპები არაფერი აღარ გაგვაჩნია.. უბრალო ბიზნესად იქცა გუნდი და ეს ხდება კერ კიდევ ლეოს ეპოქაში, წარმოიდგინეთ მერე რა იქნება.. მე უკვე მეშინია იმის რაც ამ გუნდს ელის წინ!!
ტაფიჩი ყველაზე კაია. როდრიგოს მირჩევნია მარა 30 წლისაა.
უბანძესი ბორდი გვაქვს.
აბიდალი ვერ ქაჩავს.
გუნდმა ნორნალური ტრანსფერი ვერ დადო მერამდენე წელია უკვე.
გუნდია და მოხუცთა თავშესაფარი არ ვიცი.
მგონი ტრენერში კი არააა პრობლემა მთლიან ბარსას სტაფშია პრეზიდენტიან ფეხბურთელებიანა.
ყველა გასაყრელია.
პირველი ვინც უნდს გაუშვან: ბართომეუ, პიკე, ალბა რობერტო და რაკიტიჩი არიან.
მერე სხვა დანარჩენი. მესი,ფრენკი,შტეგენი და დამლაგებელლები დაიტოვონ.
მიეცათ ცოტა დრო ამისდთვის როდრიგოს ყიდვა რომ უნდოდატ როდრიგოს ნაირი ესეც კია